ხანდახან ჩვეულებრივი უფრო არაჩვეულებრივია
Posted by lovlessgirl in საინტერესო on May 29, 2011
ადამიანების უმრავლესობა ამტკიცებს რომ არათუ არ თამაშობს და არ იტყუება არამედ ტყუილს საერთოდ ვერ იტანს თუმცა თუ სამყაროს მოვათვალიერებთ, თუ საკუთარ თავთან მაინც გულახდილები ვიქნებით მოგვიწევს ვაღიაროთ რომ იმაზე მეტს ვიტყუებით ვიდრე საჭიროა. სამყარო ტყუილითაა სავსე…. თუნდაც ის რომ ვცდილობთ სხვის თვალში კარგად გამოვჩნდეთ ზოგჯერ ისეთ აფსურდულ რამეს ვამბობთ მერე თვითონ გვიკვირს ეს რამ მოგვაფიქრაო… ტყუილის ხარჯზე ვცდილობთ განსაკუთრებულები გამოვჩნდეთ. ათას რამეს ვამბობთ მერე ტყუილი და სიმართლე ერთმანეთში გვერევა. ამ ჩვენი ვითომ განსაკუთრებულობით ვიღაცას თავს ვაწონებთ მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ვინც თითქოს ჩვენზე უბრალოა და საფრთხეს არ წარმოადგენს ჩვენთვის ჩვენ ხომ განსაკუთრებული და შეუცვლელი ვართ თუმცა მთელი ჩვენი წვალება და ჯაფა წყალში იყრება რადგან ის ”ჩვეულებრივი” მეტ ყურადღებას იქცევს ჩვენ ვცდილობთ ეგრეთწოდებულ ”ძერსკებში” გავერიოთ და სხვებს ვემსგავსებით
ყველაზე განსაკუთრებული მაშინ ხარ როდესაც ინდივიდუალური ხარ არავის ჰგავხარ მოკლედ რომ ითქვას შენ შენ ხარ…. და
არავის ბაძავ… ხარ ის რაც ხარ
და არა ის რაც გინდა რომ იყო …. მეცნიერებმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაამტკიცეს რომ პიროვნულად მამაკაცების უმრავლესობას უბრალო ქალი იზიდავს როგორც გარეგნობით ასევე შინაგანი თვისებებით…. ამიტომ ზოგჯერ ჩვეულებრივი უფრო არაჩვეულებრივია ის ყურადღებას სწორედ იმით იქცევს რომ სხვებისგან განსხვავდება თუნდაც იმით რომ სხვა ადამიანს არ თამაშობს… ასეთ ადამიანთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო და საინტერესოა… ასეთი ადამიანები გვირაბის ბოლოს გამოჩენილ სინათლეს გვანან. ასე რომ იცოდეთ: იყავით ის რაც ხართ და იქნებით განსაკუთრებულები, ყველა ადამიანი ხომ ცალკე ინდივიდია ანუ ეს იმას ნიშნავს რომ თუ შენ იქნები შენ იქნები განსაკუთრებული, ერთადერთი და განუმეორებელი… ამაზე ხომ ყველა ოცნებობს მაგრამ სხვებს ბაძავენ და საპირისპირო შედეგს იღებენ შემდეგ კი სხვას ადანაშაულებენ სხვას აბრალებენ ყველაფერს სხვაში ცდილობენ პრობლემის პოვნას რომ თავი დამნაშავედ არ იგრძნონ…. ალბათ ეს პოსტი ბევრს არაფერს ნიშნავს მათთვის თუმცა თუ აღმოჩნდება რომ ერთი ადამიანი მაინც დაფიქრდება ამ არცთუ ისე პატარა პრობლემაზე მე ჩავთვლი რომ პოსტმა თავისი საქმე გააკეთა და ჩავთვლი რომ მე მივაღწიე იმ მიზანს რა მიზნითაც ამ პოსტის დაერა გადავწყვიტე… სწორედ ჩვეულებრივობაშია ადამიანის განსაკუთრებულობა რადგან ის რაც არაჩვეულებრივად და შეუცვლელად გვეჩვენება ხშირ შემთხვევაში ყველაზე ჩვეულებრივი და პრიმიტიულია უბრალოდ ჩვენ ვხედავთ იმას რასაც გვაჩვენებენ და ბოლოსდაბოლოს როგორც ამბობენ ყველაფერი რაც გენიალურია ის მარტივია ხოლო ყველაფერი ახალი კი კარგად დავიწყებული ძველი by lovlessgirl
მხატვარი პარკში
Posted by Teaa in საინტერესო, Uncategorized on May 23, 2011
მივდივარ ქუჩაში და მსიამოვნებს.. მსიამოვნებს გაზაფხულის თბილი ჰაერი, ასფალტის სუნი, მანქანების გუგუნი, მსიამოვნებს და გაღიმებული ვუკვირდები ადამიანებს.. ზოგი-მიღიმის პასუხად,ზოგი-უბრალოდ მაკვირდება, ზოგს უკვირს.. რამოდენიმე ადამიანმა არ მიპასუხა ღიმილზე მხოლოდ, გართულები იყვნენ საქმით და.. მაგრამ მერე რა. მე მაინც მეღიმილება. მშვიდად მოვაბიჯებ. ნელა სიარულს გადავეჩვიე და ეხლა ვცდილობ ისე ვიარო, რომ ამას სეირნობა დაერქვას. მარტო ვარ. სპეციალურად არავისთვის მითქვამს რომ მცალია. რამოდენიმე საათში მეგობრებს ვხვდები და მინდა ამ დარჩენილ დროს ჩემსა და ქალაქს შორის-არაფერი იდგეს! მუსიკა რიტმს მაძლევს. უცებ- გადავწყვიტე ჩემი მელოდიები შევინახო და ისე, ქუჩას მივუგდო ყური. გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე. ჩანთაში სქელი წიგნი მიდევს. არ მამძიმებს, მივეჩვიე სავსე მძიმე ჩანთით სიარულს
(სამსახურის გადამკიდე). ვუღიმი ყველაფერს და ვუკვირდები. ვეფერები. როგორ მომნატრებია!……
მოხუცი ქალი ყვავილებს ყიდის. ერთი კონა ია ვიყიდე და დავიჭირე. ჩემს იისფერ კაბას მოუხდა ♥. ვერის პარკამდე ფეხით ავედი და გადავწყვიტე
პარკში შევიარო.. კარგი ხანია არ ვყოფილვართ მე და ჩემი წიგნი იქ. შევდივარ და თავისუფალ ადგილს ვეძებ. სრულიად თავისუფალს ვერ ვნახულობ და ბოლოს ვჯდები სანდომიანი მოხუცის გვერდით. მზესუმზირას უყრის ჩიტებს. მომეწონა მისი საქმიანობა. მეც ვიყიდე მზესუმზირა და ნაგვისთვის ცალკე პარკი (არა, არ ვანაგვიანებ გარემოს! დიახაც!) წიგნი ამოვიღე და ჩანიშნულ ადგილას გადავშალე. მოხუცი დაინტერესდა წიგნით. რამოდენიმეჯერ სცადა თვალის გაპარება, მაგრამ ვერ წაიკითხა. დავუსახელე წიგნის ავტორი და სათაური, არჩევანი მომიწონა.. კი, მეც მომწონს ეს წიგნი. ვაყურადებ: რაღაცნაირი სიმშვიდეა აქ…..ტოტებში მზე მოიკვლევს გზას…. სიო ოდნავ არხევს ხეებს და ჩუმი შრიალი ისმის.. მანქანების ხმა თითქოს შორიდან მოდის….მესიამოვნა. ტელეფონს ხმა გავუთიშე. იმდენად ვიგრძნენი ბუნება-თითქოს არ მინდა ტელეფონის მელოდიამ ააფორიაქოს. წიგნმა ჩამითრია. ერთ საათში თავს ვწევ და -თურმე მოხუცის ადგილი ახალგაზრდას დაუკავებია. ზის და რაღაცას ხატავს. უცებ სურვილმა ამიტანა ვნახო რას ხატავს მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო…. ვერ მოვითმინე და გადავიჭყიტე
წყვილის სილუეტი დავინახე. გარემოს თვალს ვავლებ მსგავსი წყვილის ძებნაში: ჩვენს პირდაპირ სხედან. მომეწონა, ლამაზი წყვილია. ვაჟმა დამინახა რომ ნახატს ჩავყურებ და გამიღიმა. მეც ვუღიმი. “ლამაზია” ვეუბნები და უშუალოდ მპასუხობს -”მადლობ”. მომწონს ეს უშუალობა. ისევ წყვილს გავცქერი. ისე არიან ერთმანეთთან საუბრით გართულები, ვერ ამჩნევენ, რომ ვიღაც მათ სასიამოვნო წუთებს აფიქსირებს და გადააქვს ფურცელზე. ტელეფონმა მაინც არ დამასვენა. ვპასუხობ ზარს და თითქოს ერთბაშად იჭრება ეს მანქანები, კომპიუტერები, სამსახურები, მოვალეობები, ვალდებულებები ჩემს პატარა სკამზე, სადაც ვისვენებდი ამ ყველაფრისგან. ერთბაშად ვიგრძენი დაღლა.
“გეჩქარება?” მეკითხება უცნობი მხატვარი, რომელმაც აშკარად გაიგონა ცალმხრივი საუბარი. “ჰო, მალე უნდა წავიდე” -ვპასუხობ და მიკვირს… არც ვიცი რატომ ვეუბნები. “დასანანია, შენი დახატვაც მინდოდა…ამბობს და ამატებს- შენგან შუქი მოდის”. უცებ გამახსენდა “თერთმეტი წუთი”
იქაც სწორედ იგივეს ეუბნება მხატვარი მარიას, პირველი შეხვედრისას. “მართლა სასიამოვნოა ამის ცოდნა, მაგრამ უნდა წავიდე.” -ვეუბნები და მეტყობა, როგორ არ მინდა წასვლა. მიღიმის. ძალიან ღრმა თვალები აქვს. ღრმა და მშვიდი. წიგნს ვნიშნავ და ჩანთაში ვინახავ. სანამ ამ საქმიანობით ვარ გართული, ვაჟი დიდ ფურცელს მაწვდის. დავყურებ: პარკში მჯდარი გოგონა ხატია, ხელში რომ წიგნი დაუჭერია და ჩასცქერის. თვალს თვალში ვუყრი. გულში სითბო მეღვრება. ვიცანი. ეს მე ვარ. “მადლობა” ვეუბნები. “მაგრამ.. როდის?”-დაბნეულ სახეში მიყურებს და თბილად მიღიმის.
“სანამ შემნიშნავდი”-მპასუხობს.
-ძალიან კარგად გამოგდის….-გულით ვეუბნები.- იმიტომ არ ვამბობ რომ…
-ვიცი-მაწყვეტინებს და მიხარია რომ მიმიხვდა. მიხარია რომ დამინახა და მიხარია რომ სწორად დამინახა. მინდა დავრჩე და ვნახო კიდევ რას დახატავს. ღმერთმანი, რამდენი ხანია ახალ, საინტერესო ადამიანთან არ მისაუბრია ასე, რეალურად! მესიჯის ხმა ცივი წყალივით მესხმება. ვაგვიანებ. ზარს ვთიშავ და ისევ ვჯდები. უკვირს.
-მაინტერესებს წყვილის სურათს რომ დაამთავრებ ვნახო.-ვუხსნი მიზეზს და ეხლა ის იღიმის. გაწაფული ხელი ქაღალდზე სწრაფად დასრიალებს, მსუბუქად და ორიოდე წუთში შავ თეთრი სურათი მზადაა. ეს სურათიც მომწონს. “აჩუქებ?”-ვეკითხები.
-არა, მინდა დავიტოვო ჩემთვის..-მპასუხობს. პაუზა. ეღიმება და უცებ მაჩვენებს კიდევ ერთ სურათს: “ამასაც ვიტოვებ.” დავხედე-ისევ მე ვარ, ოღონდ- როცა მტრედებს ვაპურებ მოხუცთან ერთად მზესუმზირით. ეს სურათიც მომწონს.
-არ მაჩუქებ ამასაც?-თვალებში თხოვნა გამომესახა.
-ვერა, ეს მინდა დავიტოვო.-მეუბნება და ეტყობა რომ მართლა არ უნდა მოცემა.
აღარ ვეკამათები. ვთხოვ ნახატები მიჩვენოს. ვათვალიერებ. აშკარად მომწონს. აზრს მეკითხება და მადლობას მიხდის გულწრფელი პასუხისთვის. საუბარს შევყევით. ღმერთმანი! მართლა როგორ მომენატრა რეალურად საინტერესო და ახალ ადამიანთან საუბარი!! ბოლოს, როცა ჩემი ტელეფონი ზარებით აფეთქდა და მასაც სადღაც მოუხმეს, ვემშვიდობები და სახეზე ღიმილიანი ვაგრძელებ გზას გაჩერებისკენ. მივდივარ ჩვენს “ადგილას” სადაც გოგოები უკვე შესულან. დაგვიანებული ვუერთდები მონატრებულ მეგობრებს. საღამო სასიამოვნოდ სიცილიანი და ღიმილიანია. აჰ, როგორ მომენატრა მეგობრებთან ერთად ასე, უდარდელად და გულიანად სიცილი!.. გვიან დავიშალეთ. დაქალი მაცილებს გაჩერებამდე და იმდენად არ მინდა დავშორდე რომ სუუულ ბოლო ავტობუსს მივყვები. კარგი იყო…
ორიოდ თვეში ამ ახალგაზრდა მხატვრის ალბომს წავაწყდი პირწიგნაკზე.სრულიად შემთხვევით… გულით გამიხარდა მისი ნამუშევრების ნახვა…გამიხარდა მისი ნახვა…. იმ წყვილის სურათიც უნდევს.. და—ჩემიც.. ის სურათი, რომ არ მაჩუქა, რომ დაიტოვა.. მისი სახე გამახსენდა, თვალები, ღრმა და მშვიდი თვალები და ისევ ისე მომეწონა. რა კარგია რომ საინტერესო ადამიანები არსებობენ!….
გულთან სითბო ვიგრძენი. გამეღიმა.
by Teaa
პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო… ”მწვადი”
Posted by Seymour Glass in blog on May 19, 2011
თეთრი კოტეჯი სიმწვანეშია ჩაფლული. აბიბინებული ბალახი და ტანმაღალი ხეები მას უცხო ადამიანთა მზერას
არიდებენ. ყვავილების სურნელი იმ ადგილის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც დეზინფექციის სუნი საავადმყოფოში. დაუმატეთ ამას მდინარის საამური ჩხრიალი, გაზაფხულს მონატრებული ჩიტების ჭიკჭიკი და თქვენ მიიღებთ თითოეული ადამიანისგან სანატრელ საცხოვრებელს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ტყეებით დაფარული ვეებერთელა მთები, აკვარელით დახატულებს რომ გვანან, ფერთა უჩვეულო შერწყმის გამო – სალათისფერიდან დაწყებული და სტაფილოსფრით დასრულებული.
ჰამაკში წევხართ და ჭეშმარიტად სამოთხისეულ ნეტარებას ხართ მიცემული. გრძნობთ რომ სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ევაღა გაკლიათ და სიამოვნებით დარჩებოდით მასთან ერთად ამ ედემში სამუდამოდ.
მაგრამ უცებ გრძნობთ რომ ჰაერში რაღაც კარგად ნაცნობი და სრულიად უადგილო მოიპარება, თქვენს ნესტოებს იგი ბუმბულის მსგავსად უღიტინებს. მას აქ არაფერი ესაქმება, შეგრძნებები, რომელსაც იგი თქვენში ბადებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სულ სხვა ჟანრს განეკუთვნება, დაახლოებით იგივე შეგრძნება გექნებოდათ, სტადინოზე ფეხბურთის ყურების დროს ვინმეს თქვენთვის ცოცხი რომ გადმოეგდოს.
თუმცა კი ნამდვილად მიმზიდველია ეს სუნი, თქვენ ცდუნებას ვეღარ უძლებთ, ტოვებთ მყუდრო ჰამაკს და ეზოს სიღრმეში აბიჯებთ.
ახალგაზრდები მაყალის გარშემო ფუსფუსებენ, ზოგი შეშას ეზიდება, ზოგი მწვადს წვავს, ერთს კი მწვადებჩამოცმული შამფურების მორიგი პარტია უკავია. მოკლედ, მწვადის შეწვის საზეიმო რიტუალი ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
საჯღაპნელი
Posted by blogerebi in Uncategorized on May 18, 2011
როგორც იქნა ბლოგომანიაკის გამოღვიძებასაც დაადგა საშველი. დაანონსებული სამი ბლოგიდან ერთ–ერთი შემთხვევითობის პრინციპით ავირჩიე და მოგიყვებით როგორ გამოიყურება ჩემი თვალით დანახული “საჯღაპნელი”.
რამდენადაც ვიცი ის ბლოგსპოტზე დაიბადა და მისი იქ არსებობის შეწყვეტის მომენტამდე ასე გამოიყურებოდა-
ავტორი მაცო იგივე Mallorie (თუმცა დღემდე ჩემთვის გამოცანად რჩება რას ნიშნავს ეს ლათინური ასოების წყობა), როგორც ჩანს ბლოგსპოტის ყადაღებული კომენტარების მოუხერხებელი სისტემის გამო ადგა, გუდა ნაბადი აიკრა და დღეს დღეობით ყველაზე პოპულარულ სერვერ WORDPRESS–ზე გადმოსახლდა. წამოსვლის წინ, თავის სავარაუდო უხილავ სტუმრებს თბილი, ჟარგონული მიმართვა “მიმაკლიკე ძმურად” დაუტოვა და ახალი მისამართიც ჩალინკა შიგნით. აი ასე გამოიყურება მისი ტრანსფორმირებული საჯღაპნელი ამ Read the rest of this entry »
მეეზოვე და მწეველი გოგოები
Posted by Seymour Glass in blog on May 16, 2011
ქართველი ქალები ერთი უნიკალური თვისებით არიან დაჯილდოვებულები. ისინი ყოველთვის აგვიანებენ. ახლა თქვენ შეიძლება თქვათ, ქალებს საერთოდ სჩვევიათ დაგვიანებაო, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე.
”ლამაზი ქალი პაემანზე ყოველთვის აგვიანებსო” – სრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ საქართველოში ქალი ყოველთვის აგვიანებს, იმისდა მიუხედავად, ლამაზია თუ არა. იმისდა მიუხედავად, პაემანზე მოდის თუ უბრალოდ შეხვედრაზე. შეყვარებული იქნება, დაქალი, საყვარელი, თუ სიძის დეიდაშვილის მეზობელი იგი მაინც დაააგვაინებს.
თუმცა ნუ დაღონდებით, მამრობითი სქესის წარმომადგენელნო. თქვენი არ ვიცი, და როდესაც შეხვედრა მე რაიმე სასიამოვნოს მიქადნის, ჩემთვის 10-15 წუთი დაცდა პრობლემას არ წარმოადგენას. როგორც ჰოლდენ კოლფილდი იტყოდა, გინდა დაუგვიანია, მთავარია გოგო პაემანზე ლამაზი მოვიდესო…
ჰოდა, ამას წინათ ერთ ჩემს მეგობარ მანდილოსანს ვუცდიდი რუსთაველის მეტროსთან. ქარი უბერავდა, უსაშველოდ ციოდა, ბნელდებოდა, იგი კი არ ჩანდა. ბოლოს მესიჯი მაღირსა, მალე მოვალო. ეს შეტყობინება საკმაოდ საგანგაშო იყო, რადაგან იმას ნიშნავდა, რომ ახლახანს გამოვიდა სახლიდან. ფეხებში დაღლილობა ვიგრძენი და ლოდინი ახლომდებარე სკამზე გავაგრძელე.
ჩემს მოპირდაპირე სკამზე, უფრო სწორად მის ზურგზე, ორი ქალიშვილი (?) იჯდა. ალბათ 15 წლის იქნებოდენ. არ ვიცი როგორ ავღწერო მათი გარეგნობა, მაგრამ ის სწორედ ისეთი იყო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აიძულებს თქვას, ნეტა ჩემი შვილი არ იყოსო მასე. ორივეს ეცვა ჭრელი ჩათბილული ჟაკეტი, ქვემოთ კი სკეიტშუზებში ჩატნეული ვიწრო შარვალი. ასე აბურძგნული თმა კი ადრე სარკეში თუ მინახავს… ფეხები იქ დაეწყოთ, სადაც ნაკლებად ექსტრავაგანტული მოქალაქეები ზიან ხოლმე, თვითონ კი სკამის ზურგზე მოკალათდნენ და გამვლელებს აინუნშიც არ აგდებდნენ, ისე ხმამაღლა ჭორაბდნენ. სკამის გვერდით ბლომად ეყარა სხვადსხვა სიგარეტის ნამწვავი. საკმარისი იყო ისინი დამინახა, რაც ერთი ”ჭრელჟაკეტა” წამოხტა და გამვლელ ბიჭს წინ გადაუდგა. შემდეგ საკმაოდ არათავაზიანად სთხოვა რაღაც, რის საპასუხოდაც ბიჭმა გაიცინა და ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფი გაუშვირა. როგორც კი ”ჭრელჟაკეტამ” მიიღო საწადელი იგი მაშინვე გაეცალა ბიჭს და კვლავ დაიკავა, როგორც ალბათ თვითონ ფიქრობდა, თავისი კუთვნილი ადგილი.
”შვილო, ერთი წამით ფეხები გაწიე რა, შენი ჭირიმე” – მომესმა უცებ ხმა. ჯერ ეს თხვონა ინსტინქურად შევასრულე და მხოლოდ შემდეგ მოვიხედე. ნარინჯისფერ ქურთუქში გამოწყობილი მოხუცი მეეზოვე, ასფალტს გვიდა და თან სიგარეტის ნამწვევბსა და მზესუმზირის დაყრილ ნაჭუჭებს აგროვებდა.
”ნახე ნახე, რა დღეში არიან - კვლავ მომმართა მოხუცმა – პაპიროსი გაურჭვიათ პირში, ჩემი შვილიშვილი რომ დავინახო მასე, ხომ დავამტვრევ ხელებს.
ირონიული უნიკუმი
Posted by faifuris angelozi in Uncategorized on May 12, 2011
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე როგორც იქნა გადავწყვიტე აქაც დამეპოსტა, საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს,ვინც არ იცის ვინ ვარ,რას წარმოვადგენ და ა.შ.. ჩემზე შთაბეჭდილებას ამ პოსტით შეიქმნის.ჩემ პირველ პოსტს როგორ ფიქრობთ რაზე დავწერ? რათქმაუნდა იდუმალებით მოცულ თემაზე,რომელზეც პოლემიკაში შემოსვლა ნებისმიერი თქვენგანისგან გამიხარდება.
გამოვაცოცხლოთ ბლოგი და ერთად ვიმსჯელოთ,ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ეს თემა.
ლეონარდო დავინჩზე ბევრი გვსმენია,ადამიანი რომელმაც შექმნა იდუმალებით მოცული ნახატები „მონა ლიზა“ და „საიდუმლო სერობა“,საუკუნეების სიღრმიდან თითქოს ნიშნს გვიგებს:მე არავითარი საიდუმლო მინიშნებები არ დამიტოვებია,მე უბრალოდ ვერთობოდი! Read the rest of this entry »
სტუმარ-მასპინძელი – კახი
Posted by blogerebi in საინტერესო on May 11, 2011

სულ ასეთი ხელგაშლილი მასპინძელი ვარ და ბევრი ბოროტად იყინებს ამას, თუმცა არაუშავს, ყველას თავის გზით გაუმარჯოსო
ჭჭრრრ. შემოვაღე კარები და მეც მოვედი. შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი
ბანალურობაა!. შემოვდგი ფეხი, დაგეცეთ მეხი
არა არც ეს მომწონს, როგორ გაკადროთ! შემოვდგი ფეხი, კეთილი გულით, საღი გონებით და მოსიყვარულე თვალებით (ნუ რა ჩემი ბრალია რითმი რომ არ აქვს)
ხოდა რა ხდება, საერთო ბლოგიო, ყველამ თითო პოსტიო, არანაირი დაკომპლექსება – თემა, სტილი და ა.შ და ა.შ თავისუფალიაო ხოდა მეც ჩემს სტუმრიანობაზე მოგიყვებით, ისე სხვათაშორის მასპინძლობა უფრო კარგად მეხერხება ვიდრე სტუმრობა. რატომ და აი ფეხბურთელი საკუთარ მოედანზე უფრო უკეთესად თამაშობს ვიდრე სხვისაზე, მეც დაახლოებით მასე ვარ, ზოგჯერ არც მიწევს თამაში და ვარ ის რაც ვარ მაგრამ სტუმარი როცა თვითონ თამაშობს მეც “ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო” – ანდაზის მიხედვით ვთამაშობ ისე რომ ზოგჯერ ოსკარზე პრეტენზიის გრძნობა მიჩნდება
მოკლედ ამ შემთხვევაში არ ვითამაშებ და ვიქნები პირადპირი. როცა სტუმრად მივდივარ დაახლოებით 10 – 15 წუთი ჩემზე ძალიან მოქმედებს მასპინძლის ყოველი სიტყვა და ქმედება, მისი თითოეული გამოხედვა ჩემს ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს, თუ მე მასპინძლისგან ვერ დავინახე რაიმე საბაბი იმისა რომ მას არ სურს ჩემი იქ ყოფნა მაშინ თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ მოედანზე, ხოლო თუ მისგან მოდის უარყოფითი ენერგია და ვგრძნობ რომ მე მისთვის არასასურველი სტუმარი ვარ, ისევ “თამაშს ვიწყებ” რადგან არ ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაში მასპინძელი მიუხედავად იმისა რომ მან შეიძლება გულიც მატკინოს თავისი თავხედური საქციელებით. ვიწყებ თამაშს: რომ მე ვერ მივხვდი ვერაფერს, რომ მე ვითომ მეტისმეტად გულუბრყვილო ვარ და მის საქციელს სახელი ვერ დავარქვი, მოვიხდი ბოდიშს და ვეტყვი რომ ძაააალიან ძალიან მინდოდა მათთან ყოფნა, რომ ძაალიან მეჩქარება და დავტოვებ. რა თქმა უნდა (ეს ბუნებრივიცაა) მე იქ მეორედ მიმსვლელი ჩემი ნებით აღარ ვიქნები. ასე და ამგვარად, მასპინძლებო და სტუმრებო დაუფიქრდით ყოველ თქვენს საქციელს, სიტყვას და თუნდაც გამოხედვას, სახის მიმიკასაც კი, რა იცით და ჩემი გუნების კაცი გესტუმროთ და რომ არ გახდეთ მის თვალში კაცთ მოძულე. და რა მინდოდა მეთქვა კი არა და საიდან მოვედი აქამდე
მეც ამ ბლოგის სტუმარი ვარ სადაც ჩემივე მასპინძელიც მე ვარ და ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს რომ ვეცდები აქტიური ვიყო ამ ბლოგზეც
დიდი პატივისცემით მკითხელო – თქვენი კახი :*
P.S ვისაც არ გაქვსთ წაკითხული ვაჟა-ფშაველას ისეალური ნაწარმოები სტუმარ-მასპინძელი გირჩევთ საიკითხოთ
აქვე გამახსენდა რაღაც თემატურად ჯდება
მე-17 საუკუნის ინგლისი და 21-ე საუკუნის საქართველო
Posted by blogerebi in Uncategorized on May 2, 2011
კონკრეტული მწერალი თუ პოეტი შეიძლება ერთი პატარა მოთხრობით უფრო მოგეწონოს, ვიდრე სქელტანიანი და აღიარებული ნაწარმოებით. მაგალითად, დოჩანაშვილს სხვა რომ არაფერი დაეწერა, მარტო “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”-თი დავაფასებდი. ასე დამემართა ინგლისელ პოეტ ჯონ მილტონთანაც. პირველად რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, კონკრეტულად “დაკარგული სამოთხე”. გავგიჟდი და გადავირიე-მეთქი ვერ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ მის ღირებულებას არ ვაკნინებ. თუმცა, სულ სხვაა “არეოპაგეტიკა”. ვაღიარებ, რომ სულ ახლახანს წავიკითხე და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.
“არეოპაგეტიკა” 1644 წელს დაიწერა და წარმოადგენს მიმართვას პარლამენტის წინაშე, სადაც ავტორი მოითხოვს ბეჭდვის განუსაზღვრელ თავისუფლებას.
არა, არ ვაპირებ ახლა ამ ტრაქტატის გაანლიზებას და ა.შ. იმაზე ვისაუბრებ, რა პრობლემებიცაა აქ დასახელებული და რამდენად ახლოა ის ჩვენს დღევანდელ სინამდვილესთან. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში იმაზე ვსაუბრობთ, რაზეც მე-17 საუკუნის ინგლისში მსჯელობდნენ.
რამდენიმე ისეთი ფრაზაა იქ, მე ვერაფერს დავამატებ, ყველაფერს ამბობს. ხოდა, გადმოვიტან და პატარა მინაწერს დავურთავ.
“წმიდათათვის ყოველივე წმინდა არს _ ანუ, არათუ ლუკმა სასმელი ხოლო, არამედ სწავლებაც ყოველგვარი _ კეთილი თუ ბოროტი, ვინაიდან ვერა ცოდნა და ვერა წიგნი წარწყმედს, თუკი შემეცნება კაცისა იმთავითვე არაა წაბილწული. რამეთუ წიგნიც საკვებსა ჰგავს _ ზოგი მარგებელია, ზოგი _ არც იმდენად; … და ასევე, როდესაც ღმერთმა საკვების არჩევანი დაუტოვა ადამიანს, მას გონების საკვების შერჩევის უფლებაც მისცა: ყოველმა ზრდასრულმა საკუთარი ნებით უნდა დაიცვას თვისი სულიერი დიეტა… სწორედ ესაა ადამის შთამომავალთა ბედისწერა: კეთილ-ბოროტი შეიმეცნონ და განასხვავონ. და რაღაა იგი, სიბრძნე კეთილი, ბოროტისა უმეცარი?!” – დიახ, დიახ!.. ჯერ კიდევ როდის ამბობდა კაცი ამას, ჩვენთან კი დღეს აქციებს მართავენ და დეისაძის წაკითხვას მიკრძალავენ. არ მინდა ბატონო მაგის წაკითხვა, მარა მე გადავწყვეტ რა, შენ ნუ მაძალებ. მე მაქვს იმდენი ჭკუა, რომ თავად განვასხვავო რა არის ჩემთვის კარგი და რა ცუდი.
“თუკი მართალია, რომ ჭკვიანი კაცი უხეირო ქმნილებებშიაც ჰპოვებს რაიმეს სასარგებლოს, ხოლო სულელი რჩეულ წიგნშიც ვერაფერს ნახავს, მაშ რაღად უნდა მოვაკლოთ ბრძენს მისი გონების მასაზრდოებელი წყარო, იმის შიშით, ბრიყვი რამ სიბრიყვეს არ გადააწყდეს?” – ამას მე რაღა უნდა დავამატო?
“ნებისმიერი ნააზრევის აკრძალვა მის განდიდებას იწვევს!” _ ბრძანებს ვიკონტ სენტ-ალბანი, და იქვე ამატებს: “ყოველგვარი აკრძალული ნაწერი კი რატომღაც ჭეშმარიტების იმ ნაპერწკლად მიიჩნევა, რომლისაგან შემდგომ დიადი კოცონი აგიზგიზდება უცილობლად.” – მართალს ბრძანებს ვიკონსტ ლენტ-ალბანი და მართალია მილტონიც, ეს ციტატა რომ მოჰყავს. რა გინდა, არ გაყიდა დეისაძემ წიგნი თითქმის სრული ტირაჟით? მომხრეები და მოწინააღმდეგეები არ გამოუჩნდა მთელ ქვეყანაში? (რას გადავეკიდე ამ დეისაძეს, მარა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად მეჩვენება). დასანანია, რომ ასე მარტივად შეიძლება ჩვენი მანიპულირება.
“ვინაც კაცს კლავს, კლავს გონიერს არსებას, ღვთის ხატად შექმნილს; მაგრამ ვინც წიგნს სპობს, სპობს თავად გონებას, ანუ იმას, რაიც ღმერთმა სულის შემდგომ შთაბერა ადამიანს.”
“ყოველ თავისუფლებაზე მაღლა მე სწორედ ცოდნის შეძენის, განსიტყვებისა და სხვებთან მისი განსჯის უფლებას ვაყენებ;”
ამით მილტონს შევეშვები, თუ დაგაინტერესათ, უჩემოდაც წაიკითხავთ, გადმოკოპირებას აზრი არ აქვს J
ბლოგის შექმნის ისტორია
Posted by Teaa in საინტერესო, blog, Uncategorized on April 22, 2011
ესე იგი, არ მინდა, რამდენი აქ შემოვიჭყიტები -აქ იყოს ასეთი ერთი და იგივე სურათი- “ქამინგ სუნ”… ამიტომ, ავიღე ინიციატივა და ვინაიდან ადრე ითქვა, რომ არ არის სავალდებულო პოსტი იყოს ორიგინალი, შეიძლება საკუთარი ბლოგიდან ყურით მოთრევა-ამჯერად მე ასე გადავწყვიტე.. მაინც, დასაწყისია და გვეპატიება, მერე უფრო ჩამოყალიბდება ეს ყველაფერი მოკლედ. ხოდა რას ვამბობდი:
ბლოგერებსაც და არაბლოგერებსაც ალბათ გაინტერესებთ საერთოდ, ბლოგი როდის შეიქმნა, როგორ შეიქმნა და ასე შემდეგ.. თქვენი არ ვიცი, მე კი დავინტერესდი, მოვიმარჯვე მაუსი თავისუფალ დროს, როცა ჩემს ბრწყინვალე გონებაში გაიელვა ამ შეკითხვამ, ავისხი აბჯარი- და შევუდექი ინფორმაციის ძიებას გუგლის უსასრულო და მრავალფეროვან სამყაროში.. ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე – აღმოვაჩინე (ამას რას ხედავდა ჩემი ლამაზი ჭრელი თვალები!
) გადავთარგმნე, დავუჩეხე ორიგინალი ვერსია და იმ ამერიკელ ავტორს- (სახელი აღარც მახსოვს )sorry
![]()
მოკლედ, მოვრჩი გადახვევებს და გადავედი საქმეზე.. გთავაზობთ ბლოგის შექმნის ისტორიას…
თანამედროვე ბლოგი გულისხმობს უფრო კერძო პირთა პირად ონლაინ დღიურებს, რომელთა უმეტესობა თავს უწოდებს ჟურნალისტებს. თუმცა ბლოგინგის ისტორია დიდი ხნით ადრე იწყება.. 1994 წელს ჯასტინ ჰოლმა დაიწყო პერსონალური ბლოგინგი, როცა კოლეჯის სტუდენტი გახლდათ, იგი მიიჩნევა ყველაზე ადრეულ ბლოგერად. მოგვიანებით გაჩნდა კამერით გადაღებული ონლაინ დღიურების იდეა, რომელიც ტექსტთან ერთად იდებოდა ბლოგზე და მნახველს შეეძლო ეყურებინა და შეეფასებინა ბლოგერის პირადი ვიდეოები.
ვიდეოსა და ტექსტის შეფარდება დაიწყო 1994 წლიდან, როცა ონლაინ ჟურნალები აღიარეს ლეგალურად. გაუბედავი სტარტის შემდეგ ბლოგინგი ნელ ნელა იპყრობს საზოგადოებას და 1999 წლიდან, უკვე პოპულარობას იხვეჭენ Bruce Ableson (დაიწყო ბლოგინგი 1998 წელს), Brad Fitzpatrick (დაიწყო ბლოგინგი 1999 წელს), Evan Williams (1999 წელი) ამ უკანასკნელმა დააფუძნა blogger.com 1999 წლის აგვისტოში , რომელიც შეიძინა Google მა 2003 წელს.
დროთა განმავლობაში ბლოგინგი იხვეჭს პოპულარობას, ბლოგერები თამამად ავრცელებენ თავის აზრს და მათ მიმდევრებიც უჩნდებათ, ნათელი ხდება, რომ ბლოგინგს შეუძლია პოლიტიკური გავლენაც მოახდინოს და აი, 2004 წელს არჩევნებში პლიტიკური ლიდერები იყენებენ ბლოგებს თავის პოზიციების გასამყარებლად, 2005 წლის იანვარში “Fortune magazine” მა გამოავლინა რვა ბლოგერი, რომელთა იგნირირება ბიზნეს ფენის წარმომადგენლებს აღარ შეეძლოთ, ესენი იყვნენ: Peter Rojas, Xeni Jardin, Ben Trott, Mena Trott, Jonathan Schwartz, Jason Goldman, Robert Scoble, and Jason Calacanis.
2009 წელს ქვეყნების ლიდერებმა აღიარეს ბლოგინგის მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოების აზრზე: ისრაელის ხელისუფლება იყო ერთ ერთი პირველი, რომელმაც დააყენა ოფიციალური სახელმწიფო ბლოგი.
ბლოგერთა საზოგადოება ცნობილია როგორც “ბლოგსფერო”, ბლოგის ოფიციალური თარიღად დადგენილია 31 აგვისტო. ამჟამად უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ უამრავი ადამიანი ბლოგიდან ეცნობა მსოფლიო სოახლეებსა და არა მხოლოდ სიახლეებს, საინტერესო ფაქტებსაც და ზოგად ცნობებს სხვადასხვა თემის შესახებ.
არსებობს სპეციალური საიტი, რომელიც აღრიცხავს ბლოგების პოპულარობას ვიზიტორთა რიცხვის მიხედვით და გამოავლენს ყოველწლიურ გამარჯვებულს.
თავიდან ბლოგი პირადად მიიჩნეოდა და მასზე დადებული ინფორმაცია მხოლოდ ავტორის ინტერესებიდან გამომდინარე იყო, უმრავლესობა ანონომურობას ამჯობინებდა,რადგან როგორც გაირკვა, საკუთარი სახელით ბლოგერობა ზიანის მომტანიც იყო: მაგალითად, Ellen Simonetti გაათავისუფლეს სამსახურიდან- კომპანია Delta Air Lines დან, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ბლოგზე “Queen of Sky: Diary of a Flight Attendant”- დადებული კომენტარები მიიჩნიეს მიუღებლად. ანალოგიურად- Mark Cuban, Dallas Mavericks-ის მფლობელი გაათავისუფლეს სამსახურიდან 2006 წელს იმიტომ რომ ის აკრიტიკებდა NBA -ს თანამდებობის პირებს თავის ბლოგში.. და ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს. ასევე ცნობილია, რომ ის ბლოგერები, რომლებიც ნათლად აფიქსირებენ თავის აზრს (განსაკუთრებით პოლიტიკურს და განსაკუთრებით ხელისუფლების საწინააღმდეგოს) საფრთხის ქვეშ გრძნობენ თავს: მაგალითად Kathy Sierra, რომელიც ავტორია ბლოგისა Creating Passionate Users – იყო ისეთ ზეწოლის ქვეშ რომ იძულებული გახდა გაეუქმებინა თავისი გამოსვლა სან დიეგოში კონფერენციაზე. მისი თაოსნობით შეიქმნა blogger’s code of conduct- “ბლოგერთა ქცევის კოდექსი”..
აი, ასე.. ირკვევა, რომ ბლოგინგი არა მხოლოდ სასარგებლო და გასართობი საქმიანობა ყოფილა.. თუმცა, ჩვენს ბლოგსივრცეში როგორაა საქმე, ასე არ ვიცი.. აი, დრო გვიჩვენებს ![]()
იმედია პოსტი მოგეწონათ… ![]()
წარმატებულ ბლოგინგს გისურვებთ ![]()
თქვენი თეა









ბოლო კომენტარები