ბლოგის შექმნის ისტორია

ესე იგი, არ მინდა, რამდენი აქ შემოვიჭყიტები -აქ იყოს ასეთი ერთი და იგივე სურათი- “ქამინგ სუნ”… ამიტომ, ავიღე ინიციატივა და ვინაიდან ადრე ითქვა, რომ არ არის სავალდებულო პოსტი იყოს ორიგინალი, შეიძლება საკუთარი ბლოგიდან ყურით მოთრევა-ამჯერად მე ასე გადავწყვიტე.. მაინც, დასაწყისია და გვეპატიება, მერე უფრო ჩამოყალიბდება ეს ყველაფერი მოკლედ. ხოდა რას ვამბობდი:
ბლოგერებსაც და არაბლოგერებსაც ალბათ გაინტერესებთ საერთოდ, ბლოგი როდის შეიქმნა, როგორ შეიქმნა და ასე შემდეგ.. თქვენი არ ვიცი, მე კი დავინტერესდი, მოვიმარჯვე მაუსი თავისუფალ დროს, როცა ჩემს ბრწყინვალე გონებაში გაიელვა ამ შეკითხვამ, ავისხი აბჯარი- და შევუდექი ინფორმაციის ძიებას გუგლის უსასრულო და მრავალფეროვან სამყაროში.. ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე – აღმოვაჩინე (ამას რას ხედავდა ჩემი ლამაზი ჭრელი თვალები!😀 ) გადავთარგმნე, დავუჩეხე ორიგინალი ვერსია და იმ ამერიკელ ავტორს- (სახელი აღარც მახსოვს )sorry😦😀
მოკლედ, მოვრჩი გადახვევებს და გადავედი საქმეზე.. გთავაზობთ ბლოგის შექმნის ისტორიას…🙂

თანამედროვე ბლოგი გულისხმობს უფრო კერძო პირთა პირად ონლაინ დღიურებს, რომელთა უმეტესობა თავს უწოდებს ჟურნალისტებს. თუმცა ბლოგინგის ისტორია დიდი ხნით ადრე იწყება.. 1994 წელს ჯასტინ ჰოლმა დაიწყო პერსონალური ბლოგინგი, როცა კოლეჯის სტუდენტი გახლდათ, იგი მიიჩნევა ყველაზე ადრეულ ბლოგერად. მოგვიანებით გაჩნდა კამერით გადაღებული ონლაინ დღიურების იდეა, რომელიც ტექსტთან ერთად იდებოდა ბლოგზე და მნახველს შეეძლო ეყურებინა და შეეფასებინა ბლოგერის პირადი ვიდეოები.
ვიდეოსა და ტექსტის შეფარდება დაიწყო 1994 წლიდან, როცა ონლაინ ჟურნალები აღიარეს ლეგალურად. გაუბედავი სტარტის შემდეგ ბლოგინგი ნელ ნელა იპყრობს საზოგადოებას და 1999 წლიდან, უკვე პოპულარობას იხვეჭენ Bruce Ableson (დაიწყო ბლოგინგი 1998 წელს), Brad Fitzpatrick (დაიწყო ბლოგინგი 1999 წელს), Evan Williams (1999 წელი) ამ უკანასკნელმა დააფუძნა blogger.com 1999 წლის აგვისტოში , რომელიც შეიძინა Google მა 2003 წელს.
დროთა განმავლობაში ბლოგინგი იხვეჭს პოპულარობას, ბლოგერები თამამად ავრცელებენ თავის აზრს და მათ მიმდევრებიც უჩნდებათ, ნათელი ხდება, რომ ბლოგინგს შეუძლია პოლიტიკური გავლენაც მოახდინოს და აი, 2004 წელს არჩევნებში პლიტიკური ლიდერები იყენებენ ბლოგებს თავის პოზიციების გასამყარებლად, 2005 წლის იანვარში “Fortune magazine” მა გამოავლინა რვა ბლოგერი, რომელთა იგნირირება ბიზნეს ფენის წარმომადგენლებს აღარ შეეძლოთ, ესენი იყვნენ: Peter Rojas, Xeni Jardin, Ben Trott, Mena Trott, Jonathan Schwartz, Jason Goldman, Robert Scoble, and Jason Calacanis.
2009 წელს ქვეყნების ლიდერებმა აღიარეს ბლოგინგის მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოების აზრზე: ისრაელის ხელისუფლება იყო ერთ ერთი პირველი, რომელმაც დააყენა ოფიციალური სახელმწიფო ბლოგი.
ბლოგერთა საზოგადოება ცნობილია როგორც “ბლოგსფერო”, ბლოგის ოფიციალური თარიღად დადგენილია 31 აგვისტო. ამჟამად უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ უამრავი ადამიანი ბლოგიდან ეცნობა მსოფლიო სოახლეებსა და არა მხოლოდ სიახლეებს, საინტერესო ფაქტებსაც და ზოგად ცნობებს სხვადასხვა თემის შესახებ.
არსებობს სპეციალური საიტი, რომელიც აღრიცხავს ბლოგების პოპულარობას ვიზიტორთა რიცხვის მიხედვით და გამოავლენს ყოველწლიურ გამარჯვებულს.
თავიდან ბლოგი პირადად მიიჩნეოდა და მასზე დადებული ინფორმაცია მხოლოდ ავტორის ინტერესებიდან გამომდინარე იყო, უმრავლესობა ანონომურობას ამჯობინებდა,რადგან როგორც გაირკვა, საკუთარი სახელით ბლოგერობა ზიანის მომტანიც იყო: მაგალითად, Ellen Simonetti გაათავისუფლეს სამსახურიდან- კომპანია Delta Air Lines დან, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ბლოგზე “Queen of Sky: Diary of a Flight Attendant”- დადებული კომენტარები მიიჩნიეს მიუღებლად. ანალოგიურად- Mark Cuban, Dallas Mavericks-ის მფლობელი გაათავისუფლეს სამსახურიდან 2006 წელს იმიტომ რომ ის აკრიტიკებდა NBA -ს თანამდებობის პირებს თავის ბლოგში.. და ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს. ასევე ცნობილია, რომ ის ბლოგერები, რომლებიც ნათლად აფიქსირებენ თავის აზრს (განსაკუთრებით პოლიტიკურს და განსაკუთრებით ხელისუფლების საწინააღმდეგოს) საფრთხის ქვეშ გრძნობენ თავს: მაგალითად Kathy Sierra, რომელიც ავტორია ბლოგისა Creating Passionate Users – იყო ისეთ ზეწოლის ქვეშ რომ იძულებული გახდა გაეუქმებინა თავისი გამოსვლა სან დიეგოში კონფერენციაზე. მისი თაოსნობით შეიქმნა blogger’s code of conduct- “ბლოგერთა ქცევის კოდექსი”..
აი, ასე.. ირკვევა, რომ ბლოგინგი არა მხოლოდ სასარგებლო და გასართობი საქმიანობა ყოფილა.. თუმცა, ჩვენს ბლოგსივრცეში როგორაა საქმე, ასე არ ვიცი.. აი, დრო გვიჩვენებს😉
იმედია პოსტი  მოგეწონათ…🙂
წარმატებულ ბლოგინგს გისურვებთ🙂
თქვენი თეა🙂

, , ,

  1. #1 by kaxiii on April 22, 2011 - 7:19 am

    საინტერესო პოსტია. დასაწყისისთვის მეტისმეტად კარგია❤ ყოჩაღ TEAA :*

    • #2 by Teaa on April 22, 2011 - 3:46 pm

      kaxiiii მადლობა დიდიი🙂🙂 მიხარია თუ მოგეწონა🙂

  2. #3 by Jessie on April 22, 2011 - 9:22 am

    თეა შენ ყველგან როგორ ხარ?🙂 ძალიან საინტერესო ინფორმაციაა🙂 მადლობა🙂

    • #4 by Teaa on April 22, 2011 - 3:47 pm

      აი ასე, აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ🙂🙂🙂 მადლობ ჯეს, გაიხარე :*

  3. #5 by Mallorie on April 22, 2011 - 4:12 pm

    ჩვენო თეა, მშვენიერი პირველი პოსტია.. თან სულ პირველისთვის შესაფერისი.. ^^

    • #6 by Teaa on April 23, 2011 - 12:00 pm

      mallorie- thanx thanx thanx :* :*

  4. #7 by faifuris angelozi on April 22, 2011 - 10:39 pm

    gadasarevi postia,blogerebis dziebashi erti patara daaxloebit 14 wlis gogo ar ginaxavs romelmac modis kritikosobas miagwia tavisi blogingit? samwuxarod saxeli,gvari d amisi blogis misamarti ar vici.

    • #8 by Teaa on April 23, 2011 - 12:02 pm

      madloba didi, samwuxarod ar vici da tu sadme wavawydebi, aucileblad davpostav :*

  5. #9 by lovlessgirl on April 23, 2011 - 9:17 am

    მართლა საინტერესო ინფორმაციაა ბრავისიმოოოოოოოოოოო

    • #10 by Teaa on April 23, 2011 - 12:00 pm

      madlobaaa🙂 :tavisdaxrissmaili: :))))

  6. #11 by Mariam Kavtaradze on April 23, 2011 - 2:39 pm

    ჩემი დაგვიანებული LIKE ამ პოსტს და მის ავტორს😉

    • #12 by Teaa on April 24, 2011 - 12:41 pm

      სჯობს გვიან ჩემო მარიამ🙂 გაიხარე, მადლობ🙂😉

  7. #13 by გვირილა on May 1, 2011 - 9:16 am

    ნამდვილად საინტერესო იყო, ვერაფერს იტყვი. რაღაცეები კი ვიცოდი, მარა არა ასე დეტალურად. Blogger-ის შექმნის ისტორია სულ არ ვიცოდი მაგალითად. კაი გოგო ხარ :-*

    • #14 by Teaa on May 11, 2011 - 5:43 pm

      უიი მიხარია რომ შევავსე შენი ცნობები🙂 გაიხარე, დიდი მადლობა :*

  8. #15 by ketusi on May 8, 2011 - 3:31 pm

    Like Like Like….

    • #16 by Teaa on May 11, 2011 - 5:44 pm

      thanx, thanx, thanx🙂

  1. იცი სად მოხვდი? « Ketusi's Blog
  2. რატომ ხარ ბლოგერი? « K e t u s i ' s .. B l o g
  3. რატომ ხარ ბლოგერი? | Mary's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: