მე-17 საუკუნის ინგლისი და 21-ე საუკუნის საქართველო

კონკრეტული მწერალი თუ პოეტი შეიძლება ერთი პატარა მოთხრობით უფრო მოგეწონოს, ვიდრე სქელტანიანი და აღიარებული ნაწარმოებით. მაგალითად, დოჩანაშვილს სხვა რომ არაფერი დაეწერა, მარტო “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”-თი დავაფასებდი. ასე დამემართა ინგლისელ პოეტ ჯონ მილტონთანაც.  პირველად რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, კონკრეტულად “დაკარგული სამოთხე”. გავგიჟდი და გადავირიე-მეთქი ვერ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ მის ღირებულებას არ ვაკნინებ. თუმცა, სულ სხვაა “არეოპაგეტიკა”. ვაღიარებ, რომ სულ ახლახანს წავიკითხე და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.

“არეოპაგეტიკა” 1644 წელს დაიწერა და წარმოადგენს მიმართვას პარლამენტის წინაშე, სადაც ავტორი მოითხოვს ბეჭდვის განუსაზღვრელ თავისუფლებას.

არა, არ ვაპირებ ახლა ამ ტრაქტატის გაანლიზებას და ა.შ. იმაზე ვისაუბრებ, რა პრობლემებიცაა აქ დასახელებული და რამდენად ახლოა ის ჩვენს დღევანდელ სინამდვილესთან. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში იმაზე ვსაუბრობთ, რაზეც მე-17 საუკუნის ინგლისში მსჯელობდნენ.

რამდენიმე ისეთი ფრაზაა იქ, მე ვერაფერს დავამატებ, ყველაფერს ამბობს. ხოდა, გადმოვიტან და პატარა მინაწერს დავურთავ.

წმიდათათვის ყოველივე წმინდა არს _ ანუ, არათუ ლუკმა სასმელი ხოლო, არამედ სწავლებაც ყოველგვარი _ კეთილი თუ ბოროტი, ვინაიდან ვერა ცოდნა და ვერა წიგნი წარწყმედს, თუკი შემეცნება კაცისა იმთავითვე არაა წაბილწული. რამეთუ წიგნიც საკვებსა ჰგავს _ ზოგი მარგებელია, ზოგი _ არც იმდენად; … და ასევე, როდესაც ღმერთმა საკვების არჩევანი დაუტოვა ადამიანს, მას გონების საკვების შერჩევის უფლებაც მისცა: ყოველმა ზრდასრულმა საკუთარი ნებით უნდა დაიცვას თვისი სულიერი დიეტა… სწორედ ესაა ადამის შთამომავალთა ბედისწერა: კეთილ-ბოროტი შეიმეცნონ და განასხვავონ. და რაღაა იგი, სიბრძნე კეთილი, ბოროტისა უმეცარი?!” – დიახ, დიახ!.. ჯერ კიდევ როდის ამბობდა კაცი ამას, ჩვენთან კი დღეს აქციებს მართავენ და დეისაძის წაკითხვას მიკრძალავენ. არ მინდა ბატონო მაგის წაკითხვა, მარა მე გადავწყვეტ რა, შენ ნუ მაძალებ. მე მაქვს იმდენი ჭკუა, რომ თავად განვასხვავო რა არის ჩემთვის კარგი და რა ცუდი.

“თუკი მართალია, რომ ჭკვიანი კაცი უხეირო ქმნილებებშიაც ჰპოვებს რაიმეს სასარგებლოს, ხოლო სულელი რჩეულ წიგნშიც ვერაფერს ნახავს, მაშ რაღად უნდა მოვაკლოთ ბრძენს მისი გონების მასაზრდოებელი წყარო, იმის შიშით, ბრიყვი რამ სიბრიყვეს არ გადააწყდეს?” – ამას მე რაღა უნდა დავამატო?😀

ნებისმიერი ნააზრევის აკრძალვა მის განდიდებას იწვევს!” _ ბრძანებს ვიკონტ სენტ-ალბანი, და იქვე ამატებს: “ყოველგვარი აკრძალული ნაწერი კი რატომღაც ჭეშმარიტების იმ ნაპერწკლად მიიჩნევა, რომლისაგან შემდგომ დიადი კოცონი აგიზგიზდება უცილობლად.” – მართალს ბრძანებს ვიკონსტ ლენტ-ალბანი და მართალია მილტონიც, ეს ციტატა რომ მოჰყავს. რა გინდა, არ გაყიდა დეისაძემ წიგნი თითქმის სრული ტირაჟით? მომხრეები და მოწინააღმდეგეები არ გამოუჩნდა მთელ ქვეყანაში? (რას გადავეკიდე ამ დეისაძეს, მარა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად მეჩვენება). დასანანია, რომ ასე მარტივად შეიძლება ჩვენი მანიპულირება.

“ვინაც კაცს კლავს, კლავს გონიერს არსებას, ღვთის ხატად შექმნილს; მაგრამ ვინც წიგნს სპობს, სპობს თავად გონებას, ანუ იმას, რაიც ღმერთმა სულის შემდგომ შთაბერა ადამიანს.”

“ყოველ თავისუფლებაზე მაღლა მე სწორედ ცოდნის შეძენის, განსიტყვებისა და სხვებთან მისი განსჯის უფლებას ვაყენებ;”

ამით მილტონს შევეშვები, თუ დაგაინტერესათ, უჩემოდაც წაიკითხავთ, გადმოკოპირებას აზრი არ აქვს J

გვირილა🙂

, ,

  1. #1 by faifuris angelozi on May 2, 2011 - 1:19 am

    eeh,ramdeni unikaluri wignia mospobili an mongolebis mier saqartvelodan(da aramarto) gatanili..

  2. #2 by ShikO on May 2, 2011 - 5:54 am

    ჩემი აზრით წიგნს ნამდვილად ის კითხულობს ვისაც მისი გაგება შეუძლია, კარგად ან ცუდად, მაგრამ გაგება და არა სიუჟეტის დაზეპირება. ასეთი ადამიანი კი ,,ცუდი შინაარსის” წიგნის წაკითხვისას მას ისე გაიაზრებს, როგორც უნდა გაიაზროს და არ ,,შეიწოვს” პირდაპირ. ხალხისთვის, რომლებსაც წიგნი არ ესმით კი ჩემი აზრით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას წაიკითხავენ, დოჩანაშვილს თუ დეისაძეს!

    • #3 by გვირილა on May 2, 2011 - 9:18 am

      მეც ზუსტად მაგის თქმა მინდოდა შიო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: