სტუმარ-მასპინძელი – კახი

სულ ასეთი ხელგაშლილი მასპინძელი ვარ და ბევრი ბოროტად იყინებს ამას, თუმცა არაუშავს, ყველას თავის გზით გაუმარჯოსო🙂

ჭჭრრრ. შემოვაღე კარები და მეც მოვედი. შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი🙂 ბანალურობაა!. შემოვდგი ფეხი, დაგეცეთ მეხი🙂 არა არც ეს მომწონს, როგორ გაკადროთ! შემოვდგი ფეხი, კეთილი გულით, საღი გონებით და მოსიყვარულე თვალებით (ნუ რა ჩემი ბრალია რითმი რომ არ აქვს)😀 ხოდა რა ხდება, საერთო ბლოგიო, ყველამ თითო პოსტიო, არანაირი დაკომპლექსება – თემა, სტილი და ა.შ და ა.შ თავისუფალიაო ხოდა მეც ჩემს სტუმრიანობაზე მოგიყვებით, ისე სხვათაშორის მასპინძლობა უფრო კარგად მეხერხება ვიდრე სტუმრობა. რატომ და აი ფეხბურთელი საკუთარ მოედანზე უფრო უკეთესად თამაშობს ვიდრე სხვისაზე, მეც დაახლოებით მასე ვარ, ზოგჯერ არც მიწევს თამაში და ვარ ის რაც ვარ მაგრამ სტუმარი როცა თვითონ თამაშობს მეც “ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო” – ანდაზის მიხედვით ვთამაშობ ისე რომ ზოგჯერ ოსკარზე პრეტენზიის გრძნობა მიჩნდება😀 მოკლედ ამ შემთხვევაში არ ვითამაშებ და ვიქნები პირადპირი. როცა სტუმრად მივდივარ დაახლოებით 10 – 15 წუთი ჩემზე ძალიან მოქმედებს მასპინძლის ყოველი სიტყვა და ქმედება, მისი თითოეული გამოხედვა ჩემს ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს, თუ მე მასპინძლისგან ვერ დავინახე რაიმე საბაბი იმისა რომ მას არ სურს ჩემი იქ ყოფნა მაშინ თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ მოედანზე, ხოლო თუ მისგან მოდის უარყოფითი ენერგია და ვგრძნობ რომ მე მისთვის არასასურველი სტუმარი ვარ, ისევ “თამაშს ვიწყებ” რადგან არ ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაში მასპინძელი მიუხედავად იმისა რომ მან შეიძლება გულიც მატკინოს თავისი თავხედური საქციელებით. ვიწყებ თამაშს: რომ მე ვერ მივხვდი ვერაფერს, რომ მე ვითომ მეტისმეტად გულუბრყვილო ვარ და მის საქციელს სახელი ვერ დავარქვი, მოვიხდი ბოდიშს და ვეტყვი რომ ძაააალიან ძალიან მინდოდა მათთან ყოფნა, რომ ძაალიან მეჩქარება და დავტოვებ. რა თქმა უნდა (ეს ბუნებრივიცაა) მე იქ მეორედ მიმსვლელი ჩემი ნებით აღარ ვიქნები. ასე და ამგვარად, მასპინძლებო და სტუმრებო დაუფიქრდით ყოველ თქვენს საქციელს, სიტყვას და თუნდაც გამოხედვას, სახის მიმიკასაც კი, რა იცით და ჩემი გუნების კაცი გესტუმროთ და რომ არ გახდეთ მის თვალში კაცთ მოძულე.  და რა მინდოდა მეთქვა კი არა და საიდან მოვედი აქამდე😀 მეც ამ ბლოგის სტუმარი ვარ სადაც ჩემივე მასპინძელიც მე ვარ და ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს რომ ვეცდები აქტიური ვიყო ამ ბლოგზეც🙂 დიდი პატივისცემით მკითხელო – თქვენი კახი :*

P.S ვისაც არ გაქვსთ წაკითხული ვაჟა-ფშაველას ისეალური ნაწარმოები  სტუმარ-მასპინძელი გირჩევთ საიკითხოთ🙂 აქვე გამახსენდა რაღაც თემატურად ჯდება🙂

, , , ,

  1. #1 by Teaa on May 11, 2011 - 6:04 pm

    kaxiii :))) ზი ფერსთ პოსტ ონ ზი ბლოგ🙂 მასპინძლის უფლებებით ვისარგებლებ და გულღიმილიანად და ხელგაშლილად მიგიღებ😀 (ვითომ შენც კი არ ხარ მასპინძელი, მაგრამ მაინც)😀

  2. #2 by გვირილა on May 11, 2011 - 6:23 pm

    ყოჩაღ კახი!.. მომეწონა🙂
    მე მასპინძლად ვგრძნობ თავს და გამიხარდება ჩვენს სტუმრებს თუ მოეწონებათ აქ ყოფნა. შენც მასპინძელი ხარ, კიდე რამდენიმე სხვა და დავაი შევქმნათ ისეთი “სახლი”, სადაც სტუმრობა ყველას გაუხარდება😉 რას იტყვი?

  3. #3 by ჯი-ნია-ნი on May 11, 2011 - 8:56 pm

    თბილი,ხალისიანი და გემრიელი პოსტი:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: