ირონიული უნიკუმი

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე როგორც იქნა გადავწყვიტე აქაც დამეპოსტა, საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს,ვინც არ იცის ვინ ვარ,რას წარმოვადგენ და ა.შ.. ჩემზე შთაბეჭდილებას ამ პოსტით შეიქმნის.ჩემ პირველ პოსტს როგორ ფიქრობთ რაზე დავწერ? რათქმაუნდა იდუმალებით მოცულ თემაზე,რომელზეც პოლემიკაში შემოსვლა ნებისმიერი თქვენგანისგან გამიხარდება.

გამოვაცოცხლოთ ბლოგი და ერთად ვიმსჯელოთ,ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ეს თემა.

ლეონარდო დავინჩზე ბევრი გვსმენია,ადამიანი რომელმაც შექმნა იდუმალებით მოცული ნახატები „მონა ლიზა“ და „საიდუმლო სერობა“,საუკუნეების სიღრმიდან თითქოს ნიშნს გვიგებს:მე არავითარი საიდუმლო მინიშნებები არ დამიტოვებია,მე უბრალოდ ვერთობოდი!

ეს უნიკალური ადამიანი,რომელმაც დაგვიტოვა წინასწარმეტყველებები,ნახატები, ქანდაკებები,არქიტექტურული ესკიზები,ერკვეოდა ანატომია,ფიზიკა, ბუნებისმეტყველება,ასტროლოგიაში და იყო გამომგონებელი,დღეს–დღეობით მასონთა რიგებში ითვლება,საფრანგეთში აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით  იგი ერთ-ერთი გნოსტიკური ორგანიზაციის სიონის პრიორატის მაგისტრი იყო,ამაზე  როგორც დოკუმენტები ასევე მისი ნამუშევრებიც მეტყველებენ და სწორედ ამიტომ თვლიან რომ მას გააჩნდა საიდუმლო ცოდნა.

ის იმდენად ყოველმხრივ უნიკალური ხელოვანი იყო რომ არავის დაავიწყდებოდა, მითუმეტეს რომ ამისათვის საკმაოდ ბევრი მასალა დაგვიტოვა თავსატეხად,მაგრამ,ბოლო წლებში ატეხილმა აჟოტაჟმა რომელიც დენ ბრაუნის „დავინჩის კოდის“ შედეგად  ატყდა,სამყაროს(გრაალის მკვლევარებს,მეცნიერებს,თეოლოგებს)  მოსვენება დაუკარგა…სანტა დელა გრაციას ეკლესიისთვის განკუთვნილი ფრესკა „საიდუმლო სერობა“ მართლაც რომ ბევრ საინტერესო დეტალს მოიცავს,რაც კამათის საფუძველი ხდება.

მე არ დავიწყებ ამ ნახატის საიდუმლო კოდზე საუბარს,რომელზეც უამრავი ვიდო მასალა არსებობს,მაგრამ მინდა ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება:ამ ფრესკის შექმნისას ლეონარდო უდიდესი პრობლემის წინაშე იდგა,მას სიკეთე იესოს სახით უნდა განესახიერებინა,ხოლო ბოროტება იუდას სახით.

ამბობენ რომ მან ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მაშინ განაგრძო როდესაც იესოს მოდელს მიაგნო,მაგრამ სამი წლის შემდეგ როცა უკვე იუდას პროტოტიპის ძებნა დაიწყო,მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი,ნაადრევად დაბერებული კაცი იპოვნა და ტაძარში წაიყვანა,რათა მისი სახე,რომელზეც აღბეჭდილიყო ცოდვა და ბედუკუღმართობა იუდას სახეზე გადაეტანა.სამუშაოს დასრულებისას კი როდესაც მათხოვარმა თვალი გაახილა და შესძახა: „–ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! – კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი,ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა.“

ლეგენდაა თუ ვაზარის მიერ მოგონილი ზღაპარი აქ ერთი რამ ნათელია,მხატვარმა ამით მიანიშნა რომ სრულიად შესაძლებელია ყველაზე სათნო და კეთილიც კი ამ ცხოვრებისეულმა ბედუკუღმართობამ ცოდვილად აქციოს,რითაც ქვეშეცნეულად გაამართლა იუდას საქციელი.

თემიდან გამომდინარე მინდა ვიმსჯელოთ ნახატზე აღნიშნულ რამდენიმე ადგილზე რომელიც ნუმერაციის მიხედვით არის აქ მოცემული,დააკვირდით:

1. პეტრე, რომელსაც ორივე ხელი აწეული აქვს,მონანიების ნიშნად.

2. მასზე მიბჯენილი დანა ხელში,რომლის ავტორიც არ ჩანს–ვინ ემუქრება პეტრეს?

3. მარია მაგდალინელი რომელსაც მკრეხელური წყაროებით(დენ ბრაუნის რომანშიც) იესოს თანამეცხედრედ მოიხსენიებენ,სინამდვილეში კი იგი უბრალოდ პირველი ქალია რომელმაც სრულად შეიმეცნა სულიერი სწავლება და თავის თავში გააერთიანა ქალისა და კაცის საწყისები–მის კისერზე მიდებულ ხელს,რომელიც თითქოსდა ემუქრება თავის მოკვეთით,არც ამ ხელის პატრონის ვინაობა ჩანს.

4. გადაჯვარედინებული თითები,რაც ქალისა და კაცის ორივე საწყისის თანაფარდობას გამოსახავს.

5. საჩვენებელი თითი,რომელიც და ვინჩის ბევრ ნახატში გვხვდება–ისევდაისევ მუქარა.

6. იუდა,რომელსაც ქისა უჭირავს ხელში.

საბოლოო ჯამში ფრესკაზე 11 მოწაფეა გამოსახული ვინაიდან მარია მაგდალინელი არ ითვლება მოწაფედ ,სად არის მე–12 მოწაფე?

და თუკი მაგდალინელის მაგივრად ვივარაუდებთ რომ ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე იოანეა ეს,მაშინ რატომ ემუქრებიან იაონეს?

ყველაფერ ამის შემდეგ როგორ ფიქრობთ ეს ფრესკა ამტკიცებს იმას რომ ლეონარდო დავინჩს სძულდა რელიგია თუ პირიქით მიგვანიშნებს მის რწმენაზე? თუ ბოლოსდაბოლოს მართლა ერთობოდა და როგორც მიქელანჯელოს ეჯიბრებოდა ისე გვეჯიბრება კაცობრიობას და ნიშნის მოგებით გვეუბნება თუ ძალგიძთ ამოხსენით!!

თუმცა არ შეიძლება არ დავუშვათ ვარაუდი რომ მისთვის ეს ნახატი უბრალო შეკვეთა იყო რომელიც მისეული ინტერპრეტაციით შეასრულა,უბრალოდ თავისი წარმოსახვით., და იქნებ მას სულაც არ სურდა ამხელა საგონებელში ჩაეგდო კაცობრიობა,თუმცა აშკარად გამოუვიდა. და ყოვლად შესაძლებელია რომ ის რაც ვერ შეძლო მან,შეძლეს მეცნიერებმა და მკვლევარება ბუზი სპილოდ აქციეს,რომელიც აშკარად სასწაულია.ფაქტობრივად ეს სასწაული შეგვიძლია ბატონ ლეონარდოს მივაწეროთ ვინაიდან კონკრეტული ბუზის კონკრეტულ სპილოდ გადაქცევის პროცესის აუცილებელი ინგრედიენტი მისი ფრესკა საიდუმლო სერობაა რომლის გარეშეც ბუზი ბუზად დარჩებოდა მონა ლიზა კი მომღიმარ ტილოდ.

პ.ს.მეცნიერებს  შორის კი ისევ მიდის დავა მის სულიერ საწყისებზე…            

ფაიფურის ანგელოზი

 

 

 



, , , , , , , ,

  1. #1 by Grio on May 12, 2011 - 11:05 am

    sainteresoa friad!

  2. #2 by ketusi on May 12, 2011 - 3:16 pm

    საინტერესო პოსტია.
    ამ კატეგორიის ადამიანს,როგორიც იყო და ვინჩი,არ შეეშლებოდა არაფერი და ტყუილად არ ’მიახატავდა’ უხილავის ხელს გინდაც.მაინც არის რაღაც აზრი ჩადებული,მაგრამ შეიძლება ასე გაზვიადებაც არ ღირს,როგორც ზოგიერთი მეცნიერი აკეთებს.

    • #3 by faifuris angelozi on May 12, 2011 - 4:02 pm

      ხომ იცი კამათში იბადება ჭეშმარიტება,საერთოდ დილეტანტი უფრო ადვილად პოულობს ძაფის ბოლოს ვიდრე მეცნიერი,რადგან ის მთელი დოგმებით და მიდგომებით იკვლევს..ჰოდა ეს უხილავი ხელიც თითქოს უხილავია და თითქოს ხილული და პეტრესაც უკავია ხელში მოდი და გაიგე..
      მინდა რომ დავაკვირდეთ,ვიმსჯელოთ და ყველამ თავიანთი მოსაზრებები გამოვთქვათ.

  3. #4 by Juns on May 12, 2011 - 7:16 pm

    : ) კარგია, საინტერესოა, დამაფიქრებელიც.
    ოღონდ დამაფიქრებელია აი რაზე – ადამინი მუდამ იქექება ეძებს დაფარულს რომელიც არა არს რომ არ გაცხადდეს, ქექავს იპოვის არ მოსწონს უფრო იდუმალს ეძებს და ბოლოს სიმართლე თრგუნავს გუნება განწყობას უფუჭებს, ხალისს აკარგვინებს – და . . . ხოდა დატკბით როგორც ხელოვნების ნიმუშით : )

    • #5 by faifuris angelozi on May 12, 2011 - 7:46 pm

      აქ რა სიმართლეა რომ თრგუნავდეს და ა.შ..რამე იპოვე და არ ამბობ? )

      • #6 by Juns on May 12, 2011 - 7:50 pm

        სიმართლე ისაა რომ არანიაირ კოდი არ დევს მად : ) დახატა რა , დავალეს ხელოვანი იყო როცა ხატავდა, როცა იგონებდა გამომგონებელი იყო, როცა რასაც აკეთებდა ის იყო ხოლემე ეგაა მისი გენიალურობა ზუსტადაც რომ : )

        • #7 by faifuris angelozi on May 12, 2011 - 8:05 pm

          ხელოვანი,გამომგონებელი და ამავე დროს საიდუმლო ორდენის სიონის პრიორატის მაგისტრიც რომ იყო ერთდროულად,ზუსტად ამიტომაც შეიძლებოდა რაიმე დაეშიფრა)

          • #8 by Juns on May 12, 2011 - 8:09 pm

            იმ საიდუმლო ორგანიზაციის რაც არ უნდა ყოფილიყო რატომ უნდ აგამოეტანა იქაური ცოდნა გარეთ შიფრად? ეგ იოსეთი კაცი იყო გამყიდველი დამოღალატე არ იქნებოდა, და თუ იყო და ინფომრაციის გადაცემ აუნდოდა ვინმესთვის იმდენი ნადმვილად ესმოდა რა მარტივია კაცორბიობა და როგორ გაუჭირდებოდა რთული შიფრის ამოხსნა ასე რომ ან დაუწერდა პირდაპირ ან ისა არაფერიც არ ჰქოპნდა საიფდუმლო ცონდა : ) დახატა დაიჯერეთ ფრესკა ჭერზე იმიტომ რომ უნდა დაეხატა ფულს უხდიდნენ ამაში ან ქველომოქმედებდა

  4. #9 by faifuris angelozi on May 12, 2011 - 8:21 pm

    კათოლიკე პაპის დაკვეთა არ შეასრულა,დოგმატური კანონიკური წესებით არ დახატა და ეხლა გინდა თქვა რომ უბრალოდ დახატა და მორჩა?))
    გამყიდველობა არაფერ შუაშია,სრულიად შესაძლებელია მართლა დაეშიფრა და ამით შეენახა საიდუმლო სიმბოლურად..მსგავსი მაგალითები ბევრია,არქიტექტურულ ნაგებობებში გამოყენებული ორნამენტებით და ა.შ..

    • #10 by Juns on May 12, 2011 - 8:25 pm

      ხო აი მაგაზე არ მიფიქრია, მართალი ხარ : ) :*

      • #11 by faifuris angelozi on May 12, 2011 - 8:35 pm

        შეიძლება შენც მართალი ხარ და გენიოსობა მართლა სიმარტივეში ვლინდება,მაგრამ იქნებ,იქნებ…

        • #12 by Juns on May 12, 2011 - 8:37 pm

          არა არა შენ ხარ მართალი მე ვცდებოდი : ) არგუმენტებიც კი არ მაქვს მცდარი აზრი რომ ვამტკიცო როგორც მჩვვეია გამითავდა : )

  5. #13 by niksologi on May 12, 2011 - 9:53 pm

    მოკლედ რა ვარიანტია?
    კარგი იქნებოდა ის წყარო გვცოდნოდა საიდანაც ეგ დაშიფრული საკითხები ჩამოწერე ფაიფურის ანგელოზო.
    აი რას ვფიქრობ და რატო ვფიქრობ:
    1. მაინც და მაინც მონანიების ნიშნად რატო? მით უმეტეს იმის გათვალისწონებით რომ ორი – 2 ამბობს რომ ვისიაო დანიანი ხელი,
    ვინც ე მ უ ქ რ ე ბ ა ო პეტრეს. ამიტომ პირველის პასუხი რატომ არაა მეორე?
    2. ხელი არის და ვინჩის ფიქრის და გადაწყვეტის შედეგი და ძალიან რთულია იმსჯელო რას შეიძლება ნიშნავდეს. (არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ვინჩის დამოკიდებულების შესახებ ”საიდუმლო სერობის” თაოობაზე. ვინ იცის რას ფიქრობდა?)
    http://b.foto.radikal.ru/0604/878e78331ebd.jpg აქ სხვაგვარადაა საქმე
    3. ვერ ვიტყვი რომ მარიამ მაგდალინელია ეგ. რატომ არ უნდა ვიფიქროთ რომ არაა? მე ასე მგონია რომ არაა. რაც შეეხება მუქარას: არც მაგას ვფიქრობ რომ მუქარაა. უფრო ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო ისმენს რაღაცას და სურათიდან გამომდინარე ჩანს ვისაც უსმენს.
    4. რატომ გამოხატავს მაინც და მაინც მაგას?😦 დავინჩმა დაიბარა ასეაო ეგო? თუ სხვა 234 მხატვრიდან ვისაც ეგ აქვს ნაგულისხმევი ლეონარდოც ამას იგულისხმევდას პონტია. მე არ მჯერა არც მაგ მოსაზრების. იქნებ ძალა ერთობაშია-ს ნიშნავს?🙂 მაშინ რატო არ ნიშნავს ეგ მითხარით🙂
    5. არც ეგ მგონია მუქარად აღსაქმელი და რა რატომ: როდესაც ვინმეს ემუქრები საჩველებელი თითით ასეთ შემთხვევაში ხელის ზედა მხარე (კლავიატურაზე წერის დროს რასაც დავხედავთ ზემოდან ანუ) აშკარად არაა იმის მხარეს მიტრიალებული ვისაც ვემუქრებით. მუქარისას ხელის ეგ მხარე არც ჩვენ გვიყურებს და არც მუქარის ობიექტს, არამედ გვერდით. ამ შემთხვევაში ეგ შეიძლება აღვიქვათ როგორც რამე შეკითხვაზე პასუხი ”ერთი”, ან მეორე ვარიანტი – როდესაც ვინმეს ვიხმობთ ჩვენთან მოსასვლელად. თუმცა მეორე შემთხვევაში, ლეონარდო თითს მოკაუჭებულს დახატავდა, ალბათ. ან არც დახატავდა🙂
    6. აშკარად არ უჭირავს ქისა ხელში და უბრალოდ ხელებით საუბრობს. მე ასე ვხედავ ნაღდად.

    ჯერ-ჯერობით ასე იყოს და ინფორმაციის მოგროვებისას დანარჩენი😉

    • #14 by faifuris angelozi on May 12, 2011 - 10:23 pm

      არანაირი წყარო არ არსებობს,უბრალოდ ავიღე და დავდე და ჩამოვწერე გავრცელებული ვერსიები რაზეც მსურდა მყარი არგუმენტების მოსმენა.
      1 ვარაუდის აზრი ვერ გავიგე.
      2.ამ ხელს დანა უკავია და შკარად მიმართულია მოწაფისკენ))
      3.შეიძლება იესოს საყვარელი მოწაფე იოანეც არის მაგრამ რატომ აშკარად ქალის გარეგნობით?))
      4.5. ვერ დავეთანხმები ვერცერთ მოსაზრებას თუმცა გეტყვი რომ ბევრ ნახატში აქვს გამოყენებული ეს ჟესტი რაც შეიძლება გაფრთხილების ნიშანიც იყოს😉
      6.უხარისხო ფოტოზე არ ჩანს მაგიდაზე 30 ვერცხლიც კი ყრია)))

      პ.ს.საბოლოო დასკვნა მაინც არ არის.

      • #15 by niksologi on May 12, 2011 - 11:10 pm

        დასკვნას ჩემგან ელოდი?🙂 მე რას ვფიქრობ ის დავწერე. უკეთესი ხარისხის ფოტო როცა იქნება, არც მერე მგონია რამე არსებითად მნიშვნელოვანი შეიცვალოს ….

        • #16 by faifuris angelozi on May 12, 2011 - 11:13 pm

          არა,უბრალოდ არაფერი ხელმოსაჭიდი იდეა არ იყო)) ოდესმე იტალიაში თუ მოხვდები ამ ფრესკას შეავლე თვალი მაგრამ იქაც ცუდად ჩანს ნამეტანი კარგი მხედველობა უნდა გქონდეს ))

          • #17 by niksologi on May 12, 2011 - 11:21 pm

            პირობას გაძლევ ახლა და აქ, რომ აუცილებლად გაგიზიარებ მაგ მომენტს და რამეს ხელჩასაჭიდს უ წავაწყდი იმასაც

  6. #18 by Jessie on May 13, 2011 - 8:00 am

    ძალიან ძალიან საინტერესო პოსტი გამოგივიდა ანგელოზო :)))))))

    • #19 by faifuris angelozi on May 15, 2011 - 3:30 pm

      ძალიან ვეცადე,თუმცა ის დისკუსია რაც მინდდოა რომ ყოფილიყო არ გამომივიდა(

  7. #20 by გვირილა on May 13, 2011 - 11:49 am

    საიტერესო იყო, რაღაც ახალი მოსაზრებებიც გავიგე.
    ნუ, მე მგონია რომ არანაირი საიდუმლო აქ არ იმალება, უბრალოდ დახატა კაცმა ისე, როგორც ხედავდა. თავისი აზრია ეს რა, რა უნდა დაემალა და დაეფარა. მასე ყველაზე უაზრო ნახატშიც იპოვი რამეს, იმდენს თუ უჩიჩინებ და კიდე პატარა მოთხრობაშიც, რომელიც შეიძლება უბრალოდ იყოს დაწერილი, უბრალო შინაარსით, მაგრამ რაღაც პარალელები გაავლო და ფილოსოფიურად ჩაუღრმავდე, რაც ავტორს შეიძლება საერთოდაც არ უგულისხმია.

    • #21 by faifuris angelozi on May 15, 2011 - 3:32 pm

      მოთხრობაზე რაც თქვი გეთანხმები მაგრამ აქ ხომ არ არის საუბარი რაფაელის ან ჯორჯო ვაზარის მხატვრობაზე საუბარი? მიქელანჯელოა რომელიც მართლა დღემდე საგონებელში აგდებს ბევრ ხელოვნებათმცოდნე მკვლევარს…

  8. #22 by Teaa on May 15, 2011 - 1:39 pm

    ძალიან საინტერესო პოსტი იქნება თქო, ხომ ვთქვი მე🙂😉 ანგელოზო +100🙂

    • #23 by faifuris angelozi on May 15, 2011 - 3:34 pm

      თეა,დიდი მადლობა პოსტის შეფასებისთვის )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: