მეეზოვე და მწეველი გოგოები

ქართველი ქალები ერთი უნიკალური თვისებით არიან დაჯილდოვებულები.  ისინი ყოველთვის აგვიანებენ. ახლა თქვენ შეიძლება თქვათ, ქალებს საერთოდ სჩვევიათ დაგვიანებაო, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე.

”ლამაზი ქალი პაემანზე ყოველთვის აგვიანებსო” – სრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ საქართველოში ქალი ყოველთვის აგვიანებს, იმისდა მიუხედავად, ლამაზია თუ არა. იმისდა მიუხედავად, პაემანზე მოდის თუ უბრალოდ შეხვედრაზე. შეყვარებული იქნება,  დაქალი, საყვარელი, თუ სიძის დეიდაშვილის მეზობელი იგი მაინც დაააგვაინებს.

თუმცა ნუ დაღონდებით, მამრობითი სქესის წარმომადგენელნო. თქვენი არ ვიცი, და როდესაც შეხვედრა მე რაიმე სასიამოვნოს მიქადნის, ჩემთვის 10-15 წუთი დაცდა პრობლემას არ წარმოადგენას. როგორც ჰოლდენ კოლფილდი იტყოდა, გინდა დაუგვიანია, მთავარია გოგო პაემანზე ლამაზი მოვიდესო…

ჰოდა, ამას წინათ ერთ ჩემს მეგობარ მანდილოსანს ვუცდიდი რუსთაველის მეტროსთან. ქარი უბერავდა, უსაშველოდ ციოდა, ბნელდებოდა, იგი კი არ ჩანდა. ბოლოს მესიჯი მაღირსა, მალე მოვალო. ეს შეტყობინება საკმაოდ საგანგაშო იყო, რადაგან იმას ნიშნავდა, რომ ახლახანს გამოვიდა სახლიდან. ფეხებში დაღლილობა ვიგრძენი და ლოდინი ახლომდებარე სკამზე  გავაგრძელე.

ჩემს მოპირდაპირე სკამზე, უფრო სწორად მის ზურგზე, ორი ქალიშვილი (?) იჯდა. ალბათ 15 წლის იქნებოდენ. არ ვიცი როგორ ავღწერო მათი გარეგნობა, მაგრამ ის სწორედ ისეთი იყო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აიძულებს თქვას, ნეტა ჩემი შვილი არ იყოსო მასე. ორივეს ეცვა ჭრელი ჩათბილული ჟაკეტი, ქვემოთ კი სკეიტშუზებში ჩატნეული ვიწრო შარვალი. ასე აბურძგნული თმა კი ადრე სარკეში თუ მინახავს… ფეხები იქ დაეწყოთ, სადაც ნაკლებად ექსტრავაგანტული მოქალაქეები ზიან ხოლმე, თვითონ კი სკამის ზურგზე მოკალათდნენ და გამვლელებს აინუნშიც არ აგდებდნენ, ისე ხმამაღლა ჭორაბდნენ. სკამის გვერდით ბლომად ეყარა სხვადსხვა სიგარეტის ნამწვავი. საკმარისი იყო ისინი დამინახა, რაც ერთი ”ჭრელჟაკეტა” წამოხტა და გამვლელ ბიჭს წინ გადაუდგა. შემდეგ საკმაოდ არათავაზიანად სთხოვა რაღაც, რის საპასუხოდაც ბიჭმა გაიცინა და ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფი გაუშვირა. როგორც კი ”ჭრელჟაკეტამ” მიიღო საწადელი იგი მაშინვე გაეცალა ბიჭს და კვლავ დაიკავა, როგორც ალბათ თვითონ ფიქრობდა, თავისი კუთვნილი ადგილი.

”შვილო, ერთი წამით ფეხები  გაწიე რა, შენი ჭირიმე” – მომესმა უცებ ხმა. ჯერ ეს თხვონა ინსტინქურად შევასრულე და მხოლოდ შემდეგ მოვიხედე. ნარინჯისფერ ქურთუქში გამოწყობილი მოხუცი მეეზოვე, ასფალტს გვიდა და თან სიგარეტის ნამწვევბსა და მზესუმზირის დაყრილ ნაჭუჭებს აგროვებდა.

”ნახე ნახე, რა დღეში არიან –  კვლავ მომმართა მოხუცმა – პაპიროსი გაურჭვიათ პირში, ჩემი შვილიშვილი რომ დავინახო მასე, ხომ დავამტვრევ ხელებს.

მეც აღფშოთების ნიშნად თავი გადავაქნიე და ხელები გავშალე – რას იზამ, თავისი გზა აქვთ-თქო.

მეეზოვე თავის საქმეს გულმოდგინედ ასრულებდა და დროდადრო ქალიშვილებს (?) უკმაყოფილო მზერას ესროდა. ისინი კი ეწეოდნენ, და მის სამუშაოს მოცულობას კიდევ უფრო ზრდინენ. სადღაც ათ წუთში, გვერდზე ვიღაც ორი ბიჭი მიუსხდა. მათ შორის აშკარად რაღაც მწვავე დისკუსია წარიმართა, რომლის შედეგადაც, მათ ერმთანეთს გაუცინეს, ოთხივენი ადგნენ, და გადახვეულები გადაუდგნენ, რაღაც უცნობ და ჩემთვის საეჭვო გზას.

-ეტყობდა ძმებმა მოაკითხეს – მითხრა კმაყოფილმა მეეზოვემ, რომელსაც არ დაუნახავს, რა ”ძმურად” მოუსვა ზურგს ქვემოთ ხელი ერთმა ყმაწვილმა ქალიშვილს (???)  – აბა ეგააა საქმე? დაღამდა უკვე. უთუოდ ვინმე რეგვენს გადაეყრებოდნენ. ეს თქვა და დამშვიდებული სახით განაგრძო თავის საქმე…

ამ დროს მოხდა სასწაული და ჰორიზონტზე ჩემი მეგობარი გამოჩნდა. საბედნიეროდ ბოდიში მომიხადა და ლამაზად ჩაცმულიც მოვიდა, ჰოდა უმალ დავივიწყე რომ დააგვიანა.

-ძალიან დავიღალე, თან მოვკვდი ისე მეწევინება – თქვა მან და ჯიბისკენ წაიღო ხელი.

-თუ ქალი ხარ, სხვაგან მოწიე რა – შევევდრე მე, მკლავში მოვეჭიდე და სწრაფად გავაცალე იქაურობას…

, , , , , ,

  1. #1 by ketusi on May 16, 2011 - 10:49 pm

    ”ქართველი ქალები ერთი უნიკალური თვისებით არიან დაჯილდოვებულები. ისინი ყოველთვის აგვიანებენ.”
    ან ’ქართველობიდან’ უნდა ამომშალო ან ’ქალობიდან’ :)))))))

    კარგი პოსტია ^^

  2. #2 by Jessie on May 17, 2011 - 7:07 am

    ^_^

  3. #3 by Mariam Kavtaradze on May 18, 2011 - 7:09 pm

    საშინლად მომეწონა!
    მეც, სამწუხაროდ ყველგან ვაგვიანებ, რაც არ უნდა ადრე გავემზადო და გავიდე… თუმცა, იმ შენს მეგობარს რომ არ დაეგვიანა, ეს პოსტიც არ იქნებოდა და… იქნებ ხანდახან გვეპატიოს კიდეც დაგვიანება…

    • #4 by Seymour Glass on May 18, 2011 - 8:46 pm

      კი, გეპატიებათ, მითუმეტეს თუ თქვენსა მოლოდინში მსგავსი სცენების მომსწრენი გავხდებით ^^

  4. #5 by bexx on September 5, 2011 - 10:41 pm

    =)))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: