საჯღაპნელი

როგორც იქნა ბლოგომანიაკის გამოღვიძებასაც დაადგა საშველი. დაანონსებული სამი ბლოგიდან ერთ–ერთი შემთხვევითობის პრინციპით ავირჩიე და მოგიყვებით როგორ გამოიყურება ჩემი თვალით დანახული “საჯღაპნელი”. 😉 რამდენადაც ვიცი ის ბლოგსპოტზე დაიბადა და მისი იქ არსებობის შეწყვეტის მომენტამდე ასე გამოიყურებოდა-ავტორი მაცო იგივე Mallorie (თუმცა დღემდე ჩემთვის გამოცანად რჩება რას ნიშნავს ეს ლათინური ასოების წყობა), როგორც ჩანს  ბლოგსპოტის ყადაღებული კომენტარების მოუხერხებელი სისტემის გამო ადგა, გუდა ნაბადი აიკრა და დღეს დღეობით ყველაზე პოპულარულ სერვერ WORDPRESS–ზე გადმოსახლდა. წამოსვლის წინ, თავის სავარაუდო უხილავ სტუმრებს თბილი, ჟარგონული მიმართვა “მიმაკლიკე ძმურად” დაუტოვა და ახალი მისამართიც ჩალინკა შიგნით. აი ასე გამოიყურება მისი ტრანსფორმირებული საჯღაპნელი ამ დროისთვის–როგორც ხედავთ, საჯღაპნელმა ჩვეულებისამებრ შეინარჩუნა ბექრაუნდის მისთვის დამახსიათებელი მინიმალიზმი და მთავარი აქცენტი კვლავ მის ჰედერსა და კონტენტზე გაკეთდა. საჯღაპნელში პრიველი ცხვირის შეყოფისთანავე,  თვალში მოგხვდებათ უამრავი GIF ფორმატის მოცანცარე ანიმაცია, რომლითაც პოსტების უმეტესობაც მრავლად არის დახუნძლული. ეს პირველ რიგში ამ პერსონალური ბლოგის ატორის ბავშვურ  და ფემინისტურ ხასიათზე მეტყველებს, რომელიც საკმაოდ კარგად ერკვევა (სხვა სუსტი სქესის წარმომადგენლებისგან განსხვავებით) HTML–ის არსში, ანუ მისთვის დამახასიათებელია ტექნიკური აზროვნება– ლოგიკურთან ერთად (თუმცა, ქალების ლოგიკას ქალების მეტი, მაინც ვერავინ გაიგებს). აი ასეთი ანიმირებული პოსტის ერთ–ერთი საუკეთესო მაგალითი–რაც შეეხება ბლოგის შიგთავსს: ისევე, როგორც ყველა სხვა ნორმალური პერსონალური ბლოგი, აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ავტორის პირად შეხედულებებს ზოგადსაკაცობრიო საკითხებიდან დაწყებული–მსუბუქი, ქალური ფილოსოფიური მჯელობით დამთავრებული წერილებით. მრავლად არის მისი საზოგადოებრივ, მეგობრული ურთიერთობის ამსახველი წერილებიც და სიყვარულის უკვდავ თემას მიძღვნილი ჩანახატებიც, ლირიული გადახვევებით. რამდენადაც ვიცი, აქ ვერ იპოვით საინტერესო კერძების რეცეპტებს და ვერც ჯადოს მოხსნის იდუმალ ხერხებს. ბლოგი ავტორის გარშემო ბრუნავს და ავტორი ბლოგის გარშემო როგორც წესი. ანუ მისი ახალი წერილების გამოქვეყნების პერიოდულობა პროგნოზირებადია და თუ თვეების მიხედვით გადავითვლით საშუალოდ 5–6 ახალ პოსტს აქვეყნებს ხოლმე. ჩემი დაკვირვებით  Mallorie ეგრეთ წოდებული თეგ–თამაშების ფანია! ის ჩემთვის ნაცნობ ყველა ბლოგერზე ხშირად მონაწილეობს ასეთ გუნდურ ღონისძიებებში და კიდევ უფრო ხშირად გვევლინება მათ ინიციატორად! ამაზე მის მოატმისფერო ბლოგში საპატიოდ დამატებული თეგ–თამაშების გვერდიც მეტყველებს–ჩემი აზრით ეს არანაირად არ ვნებს ბლოგის პოპულარობას და თუ საჯღაპნელზე დატოვებული კომენტარების მიხედვით ვიმსჯელებთ, პირიქით დადებითად აისახება კიდეც. ის რაც ამ ბლოგში არ მომწონს: ზედმეტად თბილი და მხოლოდ სუსტი სქესის აუდიტორიისტვის არის განკუთვნილი, მამაკაცი აქ თავს ნაკლებად კომფორტულად გრძნობს. 🙂 ის რაც ძალიან მომწონს: ავტორი ჩემი ნაცნობი ბლოგერებიდან ერთ–ერთი ყველაზე გამართული ქართულით წერს (დარწმუნებული ვარ მეტყველებს კიდეც), ყურადღებით ეკიდება თითოეულ კომენტარს და არასდროს ტოვებს მათ ავტორებს პასუხის გარეშე. თვითონ Mallorie საკმაოდ ხშირი და სასურველი სტუმარია ბევრი საინტერესო ბლოგისთვის და როგორც წესი აქაც ბოლომდე პირნათლად და შესაშური ენთუზიაზმით იხდის სტუმრის მოვალეობას  მსუბუქი “ლაიქით” დაწყებული და შინაარსიანი, საინტერესო კომენტარით დამთავრებული. ჩვენი არც თუ ისე დიდი ხნის, ვირტუალური ნაცნობობის მიუხედავად თამამად შემიძლია მისი პიროვნება მხოლოდ დადებიტად დავახასიათო და მისი პიროვნული თვისებებიდან ადამიანების მიმართ კეთილგანწყობას და ერთგულებას გავუსმევდი ხაზს, რაზეც მისი “გრავატარიც” კი მეტყველებს, რომელიც დაახლოებით 5 თვეა რაც ასე გამოიყურება– მოკლედ სულ ეს იყო რაც ამ ეტაპზე შეიძლებოდა ხაზგასმით მომეყოლა მაცოს საჯღაპნელის შესახებ. ბლოგომანიაკი გეგმიურად კვლავ დაუბრუნდება ამ ბლოგს და მასში არსებულ ცვლილებებზე მოგითხრობთ. იქამდე კი გირჩევთ უფრო ხშირად მოინახულოთ ატმისფერი საჯღაპნელი და გონებას საინტერესო დასვენების საშუალება მისცეთ. თუ თქვენს, რომელიმე პოსტზე ლაიქებს შორის Mallorie–ს გრავატარს მოკრავთ თვალს დარწმუნებული იყავით, რომ კიდევ ერთი საინტერესო და ერთგული მკითხველი შეიძინეთ. დასასრულისთვის მაცოს მისი საყვარელი საჯღაპნელის პოპულარობის ზრდას და წარმატებებს ვუსურვებ! თქვენ კიდევ– მოემზადეთ! ეხლა შენთან მოვდივარ! 😉

, , ,

  1. #1 by ShikO on მაისი 18, 2011 - 6:13 PM

    მშვენიერი სტარტია ვერაფერს იტყვი! გული მიგრძნობს ეს პროექტი გაამართლებს… წარმატებები!

    • #2 by blogerebi on მაისი 18, 2011 - 6:35 PM

      მადლობა შიო, შენც მოხვდები ჩემს ყბაში! 🙂

  2. #3 by ჯი-ნია-ნი on მაისი 18, 2011 - 6:14 PM

    მაციკო..უთბილესი,უკეთილესი ადამიანი ბლოგითურთ
    პ.ს. პოსტი და მიმოხილვა მომეწონა

  3. #4 by Mallorie on მაისი 18, 2011 - 6:22 PM

    ზიედააა, ასეთი რივიუ თუ ვინმეს გექნებათ, წავალ და თავს დავიხოცავ.
    ვისიამოვნე ძალიან. ისეთ რაღაცებზე იყო ყურადღება გამახვილებული, ეგ აქამდე აზრადაც არ მომსვლია.
    რაღაცნაირად გული გამითბა.. ^^
    ვინ დაწერა? აააააამ, მართლა მაინტერსებს. ^^

  4. #5 by გვირილა on მაისი 18, 2011 - 6:22 PM

    ვახ, მაგარია!..
    უფრო შემაშფოთებელი იყო რუბრიკის სათაური, მარა პოსტი აშკარად თბილი გამოვიდა (ბევრს თუ ვიტლიკინებ ჩემთან გაცივდება ნეტა? :-D).
    რაც მთავარია, საჯღაპნელზე მეც იგივე შთაბეჭდილებები მაქვს 😉

  5. #6 by Mallorie on მაისი 18, 2011 - 6:25 PM

    მმმ, არა, მართლა ძალიან გამიხარდა..
    მმ, მე პირველი ვარ ბლოგომანიაკის რივიურებს შორის? ^^

  6. #9 by faifuris angelozi on მაისი 18, 2011 - 7:03 PM

    rogori tbilic macoa iseti tbili postia!!!

    • #10 by Mallorie on მაისი 18, 2011 - 7:20 PM

      ჰოდა, აქსიომას ხმა აღარ გავიგო- შხამიანი ვარო. 😀

  7. #11 by ketusi on მაისი 18, 2011 - 9:35 PM

    შესანიშნავი ბლოგის შესასნიშნავი აღწერა
    ^__^

  8. #12 by რუსა on მაისი 19, 2011 - 5:34 AM

    მართლაც როგორი თბილიცაა მაცო ასეთივე პოსტი გამოვიდა…ისე დაწვრილებითაა აღწერილი,ასე მგონია ავტორს არაფერი გამორჩენია მხედველობიდან..მე ძველ ბლოგზე შევდიოდი და ტრანსფორმირებული საჯღაპნელი უფრო მომეწონა…

    ასე გააგრძელე მაცო ❤ წარმატებები შენ 🙂 ❤

  9. #13 by Mallorie on მაისი 19, 2011 - 1:11 PM

    ოიდაა, მიხარის.. ^^

  10. #14 by Jessie on მაისი 20, 2011 - 5:55 PM

    ჩემი უსაყვარლესი მაცოოოოო ❤ ❤ < ჩასაყლაპი ბაია :*

  11. #16 by ¸√áηηί℮ ™ ☆ on სექტემბერი 6, 2011 - 10:52 AM

    კარგია, მაგრამ ალბათ დროს ჩამოვრჩი და ეს ბლოგი ეხლა ვნახე = )) . (მართლა კარგი იდეა და პროექტია)- მომეწონა დახასიათება. მიყვარს ეს ბლოგი ❤ x))) მაცოც <3.

    ვისია ეს ბლოგი ?? ვინაა ბლოგ მანიაკი ?? xD

    • #17 by Mallorie on დეკემბერი 23, 2011 - 5:57 AM

      ვანი.. ❤
      მაცოსაც უყვარხარ ძიელ, ძიელ, ძიელ.. ❤

  12. #18 by Butterfly on ოქტომბერი 19, 2011 - 5:09 PM

    მაცო<3 ''ჯღაპნია'' ''თხუპნია ❤

Leave a reply to Jessie კომენტარის გაუქმება