მხატვარი პარკში

მივდივარ ქუჩაში და მსიამოვნებს.. მსიამოვნებს გაზაფხულის თბილი ჰაერი, ასფალტის სუნი, მანქანების გუგუნი, მსიამოვნებს და გაღიმებული ვუკვირდები ადამიანებს.. ზოგი-მიღიმის პასუხად,ზოგი-უბრალოდ მაკვირდება, ზოგს უკვირს.. რამოდენიმე ადამიანმა არ მიპასუხა ღიმილზე მხოლოდ, გართულები იყვნენ საქმით და.. მაგრამ მერე რა. მე მაინც მეღიმილება. მშვიდად მოვაბიჯებ. ნელა სიარულს გადავეჩვიე და ეხლა ვცდილობ ისე ვიარო, რომ ამას სეირნობა დაერქვას. მარტო ვარ. სპეციალურად არავისთვის მითქვამს რომ მცალია. რამოდენიმე საათში მეგობრებს ვხვდები და მინდა ამ დარჩენილ დროს ჩემსა და ქალაქს შორის-არაფერი იდგეს! მუსიკა რიტმს მაძლევს. უცებ- გადავწყვიტე ჩემი მელოდიები შევინახო და ისე, ქუჩას მივუგდო ყური. გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე. ჩანთაში სქელი წიგნი მიდევს. არ მამძიმებს, მივეჩვიე სავსე მძიმე ჩანთით სიარულს🙂 (სამსახურის გადამკიდე).  ვუღიმი ყველაფერს და ვუკვირდები. ვეფერები. როგორ მომნატრებია!……
მოხუცი ქალი ყვავილებს ყიდის. ერთი კონა ია ვიყიდე და დავიჭირე. ჩემს იისფერ კაბას მოუხდა ♥. ვერის პარკამდე ფეხით ავედი და გადავწყვიტე პარკში შევიარო.. კარგი ხანია არ ვყოფილვართ მე და ჩემი წიგნი იქ. შევდივარ და თავისუფალ ადგილს ვეძებ. სრულიად თავისუფალს ვერ ვნახულობ და ბოლოს ვჯდები სანდომიანი მოხუცის გვერდით. მზესუმზირას უყრის ჩიტებს. მომეწონა მისი საქმიანობა. მეც ვიყიდე მზესუმზირა და ნაგვისთვის ცალკე პარკი (არა, არ ვანაგვიანებ გარემოს! დიახაც!) წიგნი ამოვიღე და ჩანიშნულ ადგილას გადავშალე. მოხუცი დაინტერესდა წიგნით. რამოდენიმეჯერ სცადა თვალის გაპარება, მაგრამ ვერ წაიკითხა. დავუსახელე წიგნის ავტორი და სათაური, არჩევანი მომიწონა.. კი, მეც მომწონს ეს წიგნი. ვაყურადებ:  რაღაცნაირი სიმშვიდეა აქ…..ტოტებში მზე მოიკვლევს გზას…. სიო ოდნავ არხევს ხეებს და ჩუმი შრიალი ისმის.. მანქანების ხმა თითქოს შორიდან მოდის….მესიამოვნა.  ტელეფონს ხმა გავუთიშე. იმდენად ვიგრძნენი ბუნება-თითქოს არ მინდა ტელეფონის მელოდიამ ააფორიაქოს. წიგნმა ჩამითრია. ერთ საათში თავს ვწევ და -თურმე მოხუცის ადგილი ახალგაზრდას დაუკავებია. ზის და რაღაცას ხატავს. უცებ სურვილმა ამიტანა ვნახო  რას ხატავს მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო…. ვერ მოვითმინე და გადავიჭყიტე🙂 წყვილის სილუეტი დავინახე. გარემოს თვალს ვავლებ მსგავსი წყვილის ძებნაში: ჩვენს პირდაპირ სხედან. მომეწონა, ლამაზი წყვილია. ვაჟმა დამინახა რომ ნახატს ჩავყურებ და გამიღიმა. მეც ვუღიმი. “ლამაზია” ვეუბნები და უშუალოდ მპასუხობს -“მადლობ”. მომწონს ეს უშუალობა. ისევ წყვილს გავცქერი. ისე არიან ერთმანეთთან საუბრით გართულები, ვერ ამჩნევენ, რომ ვიღაც მათ სასიამოვნო წუთებს აფიქსირებს და გადააქვს ფურცელზე. ტელეფონმა მაინც არ დამასვენა. ვპასუხობ ზარს და თითქოს ერთბაშად იჭრება ეს მანქანები, კომპიუტერები, სამსახურები, მოვალეობები, ვალდებულებები ჩემს პატარა სკამზე, სადაც ვისვენებდი ამ ყველაფრისგან. ერთბაშად ვიგრძენი დაღლა.
“გეჩქარება?” მეკითხება უცნობი მხატვარი, რომელმაც აშკარად გაიგონა ცალმხრივი საუბარი. “ჰო, მალე უნდა წავიდე” -ვპასუხობ და მიკვირს… არც ვიცი რატომ ვეუბნები. “დასანანია, შენი დახატვაც მინდოდა…ამბობს და ამატებს- შენგან შუქი მოდის”.  უცებ გამახსენდა “თერთმეტი წუთი”🙂 იქაც სწორედ იგივეს ეუბნება მხატვარი მარიას, პირველი შეხვედრისას. “მართლა სასიამოვნოა ამის ცოდნა, მაგრამ უნდა წავიდე.” -ვეუბნები და მეტყობა, როგორ არ მინდა წასვლა. მიღიმის. ძალიან ღრმა თვალები აქვს. ღრმა და მშვიდი. წიგნს ვნიშნავ და ჩანთაში ვინახავ. სანამ ამ საქმიანობით ვარ გართული, ვაჟი დიდ ფურცელს მაწვდის. დავყურებ:  პარკში მჯდარი გოგონა ხატია, ხელში რომ წიგნი დაუჭერია და ჩასცქერის. თვალს თვალში ვუყრი. გულში სითბო მეღვრება. ვიცანი. ეს მე ვარ.  “მადლობა” ვეუბნები. “მაგრამ.. როდის?”-დაბნეულ სახეში მიყურებს და თბილად მიღიმის.
“სანამ შემნიშნავდი”-მპასუხობს.
-ძალიან კარგად გამოგდის….-გულით ვეუბნები.- იმიტომ არ ვამბობ რომ…
-ვიცი-მაწყვეტინებს და მიხარია რომ მიმიხვდა. მიხარია რომ დამინახა და მიხარია რომ სწორად დამინახა. მინდა დავრჩე და ვნახო კიდევ რას დახატავს. ღმერთმანი, რამდენი ხანია ახალ, საინტერესო ადამიანთან არ მისაუბრია ასე, რეალურად! მესიჯის ხმა ცივი წყალივით მესხმება. ვაგვიანებ. ზარს ვთიშავ და ისევ ვჯდები. უკვირს.
-მაინტერესებს წყვილის სურათს რომ დაამთავრებ ვნახო.-ვუხსნი მიზეზს და ეხლა ის იღიმის. გაწაფული ხელი ქაღალდზე სწრაფად დასრიალებს, მსუბუქად და ორიოდე წუთში შავ თეთრი სურათი მზადაა. ეს სურათიც მომწონს. “აჩუქებ?”-ვეკითხები.
-არა, მინდა დავიტოვო ჩემთვის..-მპასუხობს. პაუზა.  ეღიმება და უცებ მაჩვენებს კიდევ ერთ სურათს: “ამასაც ვიტოვებ.” დავხედე-ისევ მე ვარ, ოღონდ- როცა მტრედებს ვაპურებ მოხუცთან ერთად მზესუმზირით. ეს სურათიც მომწონს.
-არ მაჩუქებ ამასაც?-თვალებში თხოვნა გამომესახა.
-ვერა, ეს მინდა დავიტოვო.-მეუბნება და ეტყობა რომ მართლა არ უნდა მოცემა.
აღარ ვეკამათები. ვთხოვ ნახატები მიჩვენოს. ვათვალიერებ. აშკარად მომწონს. აზრს მეკითხება და მადლობას მიხდის გულწრფელი პასუხისთვის. საუბარს შევყევით. ღმერთმანი! მართლა როგორ მომენატრა რეალურად საინტერესო და ახალ ადამიანთან საუბარი!! ბოლოს, როცა ჩემი ტელეფონი ზარებით აფეთქდა და მასაც სადღაც მოუხმეს, ვემშვიდობები და სახეზე ღიმილიანი ვაგრძელებ გზას გაჩერებისკენ. მივდივარ ჩვენს “ადგილას” სადაც გოგოები უკვე შესულან. დაგვიანებული ვუერთდები მონატრებულ მეგობრებს. საღამო სასიამოვნოდ სიცილიანი და ღიმილიანია. აჰ, როგორ მომენატრა მეგობრებთან ერთად ასე, უდარდელად და გულიანად სიცილი!.. გვიან დავიშალეთ. დაქალი მაცილებს გაჩერებამდე და იმდენად არ მინდა დავშორდე რომ სუუულ ბოლო ავტობუსს მივყვები. კარგი იყო…
ორიოდ თვეში ამ ახალგაზრდა მხატვრის ალბომს წავაწყდი პირწიგნაკზე.სრულიად შემთხვევით…  გულით გამიხარდა მისი ნამუშევრების ნახვა…გამიხარდა მისი ნახვა…. იმ წყვილის სურათიც უნდევს.. და—ჩემიც.. ის სურათი, რომ არ მაჩუქა, რომ დაიტოვა.. მისი სახე გამახსენდა, თვალები, ღრმა და მშვიდი თვალები და ისევ ისე მომეწონა. რა კარგია რომ საინტერესო ადამიანები არსებობენ!….

გულთან სითბო ვიგრძენი. გამეღიმა.

by Teaa 🙂

, , ,

  1. #1 by niksologi on May 23, 2011 - 3:40 pm

    ერთი არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი დღე

    • #2 by Teaa on May 27, 2011 - 6:15 am

      სწორედ ასეთი არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი და კარგი დღეები ქმნიან დადებითს და კარგ მოსაგონარს…🙂

  2. #3 by faifuris angelozi on May 23, 2011 - 8:50 pm

    როგორ მომეწონა პოსტი,სიტყვები არ მაქვს..ასეთი დღეები სხვებსაც აქვთ მაგრამ ისინი უბრალოდ ვერ აღიქვამენ,შენ აღიქვი.
    მომინდა მხატვრის ადგილზე მეც ვყოფილიყავი და ჩემი ფოტოაპარატით აღმებეჭდა ჰარმონიით სავსე წუთები.

    • #4 by Teaa on May 27, 2011 - 6:16 am

      მადლობა მადლობა მადლობა :* :* მეც მინდოდა ეგ, რაღა დაგიმალო, დამწყდა გული ხატვა რომ არ ვიცი :((

  3. #5 by nick on August 21, 2011 - 10:16 am

    ლიკე!

    • #6 by Teaa on September 26, 2011 - 8:51 am

      danke🙂

  4. #7 by Ibi on September 24, 2011 - 11:48 am

    ხანდახან მეც ისე მინდა ხოლმე ხატვა …. ((

    • #8 by Teaa on September 26, 2011 - 8:51 am

      xate mere, raki ginda🙂

  5. #9 by მარიტა ♥ on August 4, 2012 - 5:36 pm

    როგორ მომეწონა❤ სამწუხაროდ მე იშვიათად ვხვდები ასეთ საინტერესო ხალხს ))

    • #10 by Teaa on August 7, 2012 - 5:14 pm

      samwuxarod-mec ishviatad vxvdebi, da roca ki vxvdebi-vcdilob agar davkargo :)))) madloba shefasebistvis marita :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: